გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი

access_time2021-01-15 15:00:56

„ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა - ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემაა აღვადგინოთ ტურიზმი, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტურიზმის სექტორს ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტის შემოტანა შეუძლია.

 

 

„ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ ვარსებობთ მე მგონი. ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ტურიზმის სექტორი აღვადგინოთ. ტურიზმის სექტორი გადავარჩინოთ არა - ტურიზმის სექტორი უკვე კარგა ხანია მკვდარია და ტურიზმის სექტორი უნდა აღვადგინოთ, ანუ ჩვენ ველოდებოდით და ახლაც ველოდებით თებერვლიდან მაღალმთიან კურორტებზე სასტუმროების გახსნას. ეს არის რეალობა, რასაც დღესაც ველოდებით და ჩვენ ჯავშნებს ვიღებთ თებერვლიდან - ეს არის ის მინიმალური შემოსავალი შიდა ტურიზმისთვის, რაც სასტუმროებს მხოლოდ კომუნალურების გადახდის საშუალებას მისცემს. ეს არის თებერვლის და მარტის ჯავშნები მაღალმთიან რეგიონებში და ის თემა, რომ პირველ თებერვალს ვინმე გვეტყვის, რა იქნება შემდეგი, ასე არ არის, სასტუმროს გახსნა ასე არ ხდება, სასტუმროს დღეს სჭირდება პასუხი უკვე, რომ მე ჯავშნები მივიღო თუ არ მივიღო. ჩვენ უნდა დავიწყოთ რეკლამები, პერსონალი უნდა შევაგროვოთ, დავატრენინგოთ და გავხსნათ კონკრეტული ობიექტები - ასე არ არის, რომ პირველ თებერვალს გვეტყვიან რას ვაკეთებთ. ის მასალები, ის ნედლეული, რაც ჩვენ ვიყიდეთ რესტორნებისთვის და სასტუმროებისთვის, ერთ დღეში გვითხრეს, რომ იცით, ხვალიდან და ზეგიდან აღარ მუშაობთ და ის ნედლეული დაგვრჩა და ზოგი გაფუჭდა და ზოგი გავაჩუქეთ და ახლა ისიც არ ვიცით, ეს ნედლეული ისევ უნდა ვიყიდოთ თუ არა თებერვლამდე, უნდა მოვემზადოთ თუ არა, მივიღოთ თუ არა ჯავშნები, რა არის სამოქმედო გეგმა. წაბრძანდით ბაკურიანში და ნახეთ, ბაკურიანიც ჩაკეტილია ხომ?!თუმცა რეალობა გვაქვს სხვა, ბაკურიანი არის აბსოლუტურად სავსე. რა გავაკეთეთ?! იყო „თეთრი ეკონომიკა“ და გადავედით შავზე - დავბრუნდით 90-იან წლებში. ველოდებით სულ ყველა სასტუმრო, რომ პირველი თებერვლიდან გავხსნათ და უნდა გავიხსნათ, უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება. ჩვენ 2 კვირის განმავლობაში შეგვიძლია მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტი შემოვიტანოთ - ჩვენ ეს სექტორი უნდა აღვადგინოთ. ტურიზმის სექტორი ვერ გადავარჩინეთ - მოკვდა, ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე თუ როგორ უნდა აღვადგინოთ სექტორი. ჩვენ ვზივართ და ვფიქრობთ, რომ ახალი იდეები მივაწოდოთ იმისთვის, რომ აღვადგინოთ ეს სექტორი. არავინ არავის ფულს არ სთხოვს. „გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ეპიდემიოლგიურ მდგომარეობაზე“ - ამ ფრაზის მოსმენა აღარ გვინდა. მოდით, ეს ფრაზა დავივიწყოთ და ახალი ფრაზა ვთქვათ: „ვისწავლოთ ეპიდემიასთან ერთად ცხოვრება“.

 

 


არავინ იძახის, რომ რეგულაციებს არ დავიცავთ, ჩვენ ამაში საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხები დავხარჯეთ და გამოცდილებაც მივიღეთ და მოდით, ერთად დავსხდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ იხსნება ქვეყანა. ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა იმიტომ, რომ ამას ვისმენდით ყოველი თვის პირველ რიცხვში. თუ კონკრეტული თემები, კონკრეტული კონტრაქტები არ არის, თუ მიმართულებები არ არის, ჩვენ თუ ტურისტულ პაკეტებს არ ვყიდით, ცის გახსნა რას ნიშნავს?! ჩვენ ამ საკითხებზე პრემიერის დონეზე კომუნიკაცია არ გვქონია, ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემა არის აღვადგინოთ ტურიზმი, დავდოთ სტრატეგია, როგორ მივდივართ და რას ვაკეთებთ, თუნდაც შემოვიყვანოთ უკვე კოვიდ-გადატანილი ტურისტები“ ,- განაცხადა ალავერდაშვილმა.

 

 

ამასთან, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ სხვა სექტორების წარმომადგენლებიც გააკეთებენ ერთობლივ განცხადებას, რომ „სირაქლემას პოზაში ცხოვრება აღარ შეიძლება“.

 

 

IPN





ლარი მცირედით გაუფასურდა

ლარი მცირედით გაუფასურდა
access_time2021-08-03 18:00:52
3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.06 თეთრით 3.1048-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსი 3.1065-ზე დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან, 0.13 თეთრით 3.69.19-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.86 თეთრით 4.3247-მდე, თურქულ ლირასთან 0.17 თეთრით 0.3729-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.55 თეთრით 4.2633-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.92 თეთრით 6.3566-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი უმნიშვნელო 0.01 თეთრით 1.8265-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-03 21:00:09
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ბიზნესმენების აზრი – იყო თუ არა გახარია „ბოლი“ პრემიერი? ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი: „ბიზნესს გიორგი გახარიამ ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა. ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე, მას სექტორის სასარგებლად ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია“.   2. ინფლაცია 10–წლიან...

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს
access_time2021-08-03 16:00:25
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გარკვეული შეზღუდვების სასწრაფოდ დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უვლელად გთავაზობთ:   „სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...   შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია,...

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ
access_time2021-08-03 17:00:00
ივლისში ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და ორნიშნულიან მაჩვენებელს 11.9%-ს მიაღწია, რაც 10-წლიანი რეკორდია. ამ ფონზე, Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს პროგნოზირებს 2022 წელსაც. მისი თქმით, მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე იქნება და შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს მიმდინარე წლის დეკემბერში. “ივნისის ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები შენარჩუნდა ივლისშიც, რომელსაც კიდევ ერთი ფაქტი ემატება,...

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...


მსგავსი სიახლეები

up