გვარამია: მეტი რაღა ვთქვა, თავად გაბუნიასაც კი სთავაზობდნენ ბევრად მაღალი ხელფასით “იმედში” გადასვლას

გვარამია: მეტი რაღა ვთქვა, თავად გაბუნიასაც კი სთავაზობდნენ ბევრად მაღალი ხელფასით “იმედში” გადასვლას

access_time2019-08-21 14:35:41

მეტი რაღა ვთქვა, თავად გაბუნიასაც კი თავაზობდა “იმედი” გადასვლას ბევრად მაღალი ხელფასით   ამის შესახებ ტეეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.


“ნოდარ მელაძეს, გიორგი გაბუნიას, ზალიკო უდუმაშვილს და გიორგი ლაფერაშვილს, ჩემი არხის და ზოგადად მთელი ქართული ტელევიზიის, მთავარ სახეებს ასჯერ რომ განმეორდეს, ასივეჯერ იგივე ბონუსებს დავურიგებდი. მით უფრო, რომ ყველა ნადირობდა ჩვენს სახეებზე და მათ შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არ გვქონია. მეტი რაღა ვთქვა, თავად გაბუნიასაც კი თავაზობდა იმედი გადასვლას ბევრად მაღალი ხელფასით, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ.


და, ისე, ნეტა სხვების ბონუსები რატომ არ სახელდება? უბინაოსთვის ბინის მიცემა არა და, კრედიტის დასაფარად და სახლიდან რომ არ გამოესახლებინათ, ამისთვის გაცემული თანხები, ჯანმრთელობის გამო რომ არ დაგვეკარგა ადამიანები და გადაგვერჩინა, მაგისთვის გაცემული ასობით ათასი, ასევე პროდაქშენ ჯგუფების მიერ რეკლამით შემოტანილი თანხების სრულად ბონუსად დაბრუნება ამავე ჯგუფებისთვის – სადაა, რატო არ გამოცხადდა?


კერძო ტვს დირექტორი ვიზე რა ბონუსს გასცემს, თან დამფუძნებლების თანხმობით, ვისი რა საქმეა ან ოთხი წლის მერე რა განსახილველია? ხო გასაგებია მიზანი: გაუშვას არასასურველნი და ვითომ პრინციპულებს, “სამართლიანი ბრაზისთვის” ვითომ ლეგიტიმური მიზეზი მისცენ სამარცხვინო ქიბარვიზიაში დარჩენისთვის.



ყველაფერი მახსოვს და ყველაფერს ამოვწევ. სამართლიანი ბრაზის არგუმენტს უკან გავუკეთებ ყველას”, – წერს ნიკა გვარამია.


შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საგანგებო პრესკონფერნციაზე განაცხადა, რომ “რუსთავი 2”-დან საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე გადაცემა “არჩევანის” წამყვანი გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი, გადაცემა “ნანუკას შოუს” წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და გადაცემა “კვირის აქცენტების” წამყვანი ეკა კვესიტაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.


ასევე, სალიას თქმით, შესაძლოა ტელეკომპანია”რუსთავი 2″-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსს ნოდარ მელაძეს და თოქშოუ “არჩევანის” და “P.S.”-ის წამყავნასგიორგი გაბუანიას სასამართლოში უშივლონ.


მოგვიანებით კი 21:00 საათიანი “კურიერი” პტოტესტის ნიშნად დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა პირდაპირ ეთერში დატოვეს.





ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა
access_time2020-01-22 19:00:34
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტების რიცხვმა [2019 წელს] 9 მილიონს გადააჭარბა. დასახელებული რიცხვი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას შეესაბამება და არა ტურისტული ვიზიტების რაოდენობას. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ტურისტების რიცხვი 6.8%-ით გაიზარდა და 5 მლნ შეადგინა. ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში წყარო: საქართველოს...

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა
access_time2020-01-22 18:30:49
გამოცემა Economist-ის ყოველწლიური, დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარიხსი გაუარესდა. 2019 წელს საქართველო კვლავ დარჩა ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების ჯგუფში, თუმცა შეფასების ქულა 0,08 ქულით გაუარესდა. თუ კი 2018 წელს საქართველოს შეფასებითი ქულა 5,5 ქულა, იყო 2019 წელს 5,42-მდე შემცირდა. უცვლელი დარჩა საქართველოს პოზიცია და წინა წლის მსგავსად კვლავ 89-ე ადგილს ვიკავებთ. ახალი შეფასება 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. შეფასების...

Deutche welle: ამერიკა ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება

Deutche welle: ამერიკა  ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება
access_time2020-01-22 20:00:27
2021 წელს  აშშ-ს შეუძლია ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდეს, და ჩაანაცვლოს რუსეთი, საუდის არაბეთი, ანგოლა, და ავსტრალია . ასეთი დასკვნამდე  გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტი ამერიკულ-ჩინური სავაჭრო შეთანხმების შესწავლის შედეგად მივიდა.   როგორც ცნობილია, დოკუმენტს   ხელი 15 იანვარს ხანგძლივი სავაჭრო ომის შემდეგ მოეწერა.   კერძოდ, ჩინეთი იღებს თავის თავზე ვალდებულებას 2 წლის მანძილზე 200 მლრდ....

„სილქნეტმა“ გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

„სილქნეტმა“  გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb   თანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერა ხელი
access_time2020-01-22 14:55:46
წამყვანმა ქართულმა კონვერგენტულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტმა“ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან. OneWeb-ის მიზანია სატელიტური კავშირგაბმულობის გამოყენებით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის და დაბალი ლატენტობის ინტერნეტ-კავშირი ყველგან და ყველასთვის, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა, და OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან სთექელმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის...

საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ლიდერობას კარგავს

საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ლიდერობას კარგავს
access_time2020-01-22 16:30:30
4.5-5% - ეს ის საპროგნოზო მაჩვენებლებია, რომელსაც ეროვნული ბანკი და უცხოური ორგანიზაციები, საქართველოში 2020 წელს ეკონომიკური ზრდისათვის პროგნოზირებენ. ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველოს სომხეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი უსწრებს. ეროვნული ბანკი ახალ საბაზო სცენარს აქვეყნებს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის უახლეს გამოცემას ეფუძნება. ამ სცენარის მიხედვით, მომდევნო წლებში ეკონომიკური აქტივობა არსებულ ტენდენციას შეინარჩუნებს. ამასთანავე,...


მსგავსი სიახლეები

up