გვაქვს სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც არა სიღარიბის დაძლევაზე,  არამედ ტკივილის გაყუჩებაზეა ორიენტირებული

გვაქვს სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც არა სიღარიბის დაძლევაზე, არამედ ტკივილის გაყუჩებაზეა ორიენტირებული

access_time2020-12-17 10:00:55

საქსტატის კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 3.6% ანუ 133 000 ადამიანი დღიურად 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარდა, ანუ თვეში 60 ლარს.

საქსტატის ცნობით სქართველოში 2019 წელს ყოველი მეხუთე ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა. 10 წლის წინ ასეთი ყოველი მესამე იყო. ამ ადამიანებს საარსებო მინიმუმზეც, თვეში 187 ლარზეც კი არ მიუწვდებათ ხელი.

 

ექსპერტი სოციალური პოლიტიკის საკითხებში კოტე ერისთავი განმარტავს, რომ ნებისმიერი ქმედება, რაც სოციალური მდომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება სახელმწიფოს მხრიდან დროებითია და ეკონომიკური მოდელი რაც ქვეყანაში არსებობს სიღარიბის წარმოებას უწყობს ხელს. კრიზისის პერიოდში კი სიღარიბის მაჩვენებელი კიდევ უფრო დრამატული გახდება.



„ზოგადად სოციალური დაცვის სისტემა ჩვენს ქვეყანაში ძალიან სუსტია. ამ სისტემის ძალიან ბევრი რგოლი, რომელიც უნდა არსებობდეს,  არ გვაქვს - იქნება ეს უმუშევრობის დაზღვევა, უმუშევრების შემწეობა, ადეკვატური მინიმალური ხელფასი, მოქნილი სოციალური დაცვის სისტემა განსაკუთრებით პანდემიის დროს, როდესაც ამდენი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. მათი ჩართვა სოციალური დაცვის სისტემებში ვერ ხდება მყისიერად იმიტომ, რომ ამისთვის არ არის გათვალისწინებული ეს სოციალური პროგრამები. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, სუსტი სოციალური პოლიტიკაა, სიღარიბის დაძლევაზე არაა ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემა,  არამედ ტკივილის გაყუჩებაზე, დახმარებებზე,  რომელიც სიღარიბის დაძლევას არ ემსახურება და ღარიბები რჩებიან ღარიბებად. ეს განსაკუთრებით პანდემიის დროს დავინახეთ, სახელმწიფოს არ აღმოაჩნდა ინსტრუმენტები, რომ გაზრდილ სიღარიბესთან, უმუშევრად დარჩენლი ადამიანებისთვის შესაბამისი დახმარებები აღმოეჩინა და იძულებული გახდა ფრაგმენტული მექანიზმები გამოეყენებინა - ეს სისტემური ჩავარდნაა. ეკონომიკური მოდელი გვაქვს, რომელიც აწარმოებს სიღარიბეს, ეს არის რეალობა და მეორეს მხრივ სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც ვერ აზღვევს ამ წარმოებულ სიღარიბეს.  ეკონომიკური მოდელი ფუნდამენტურად ხარვეზულია. ვნახეთ,  რომ 2004-2007 წლებში სიღარიბე იზრდება მშპს ზრდასთან ერთად, მშპს გაზრდა თავისთავად არ გულისხმობს სიღარიბის შემცირებას, აქ მნიშვნელოვანია ეკონომიკის ტრანსფორმაცია. კატასტროფული მდგომარეობა და კრიზისის შედეგად კიდევ დამძმდება ეს მდგომარეობა,“- განმარტავს კოტე ერისთავი.


2018 წელს Unicef-მა გამოაქვეყნა წინა წლის ანგარიში, რომლის თანახმადაც საქართველოში ბავშვთა სიღარიბე გაზრდილი იყო. 77 000 ბავშვი შიმშილობდა და ყოველწლიურად შიმშილითა ან არასრულფასოვანი კვებით 300 ბავშვი იღუპებოდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up