„გვაქვს მოლოდინი, განათლების სექტორი გახდება დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში 11-12%-იანი წილით“

„გვაქვს მოლოდინი, განათლების სექტორი გახდება დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში 11-12%-იანი წილით“

access_time2019-05-08 18:25:42

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც კერძო სექტორთან განიხილეს.


მამუკა ბახტაძე ამბობს, საუბარი შეეხო იმ რეფორმებს, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. აქცენტი განათლების რეფორმაზე გაკეთდა. პრემიერმა თქვა, რომ მას აქვს კერძო სექტორის მხარდაჭერის მოლოდინი და სჯერა რომ განათლების სექტორი გახდება დომინანტი ქვეყნის ეკონომიკაში 11-12%-იანი წილით.


„ყველანი ვთანხმდებით, რომ ის რეფორმები, რაც გატარდა და ის ინიციატივები, რომლის რეალიზაციაც დღეს ხდება, ეს არის მნიშვნელოვანია ნაბიჯი წინ. წინ იმისკენ, რომ ჩვენ მივიღოთ უფრო კონკურენტუნარიანი ეკონომიკა, მივიღოთ ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ორიენტირებულია სამუშაო ადგილების შექმნაზე.



ჩვენ ვისაუბრეთ მაკროეკონომიკურ სტატისტიკაზე. ვიცით, რომ ამ ნაწილში არის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ჩვენი ექსპორტი იზრდება რეკორდული ტემპებით, მაგრამ ამავე დროს ყველა ვთანხმდებით, რომ ეს საკმარისი არ არის.



ჩვენ გვსურს მეტი, გვჭირდება მეტი სამუშაო ადგილები, ვისაუბრეთ ეროვნულ იდეაზე, განათლების რეფორმაზე. აქ კერძო სექტორის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ვსაუბრობთ პროფესიულ განათლებაზე, რამდენიმე კომპანიასთან ჩვენ უკვე წარმატებულად ვთანამშრომლობთ და მე მიხარია, რომ კერძო სექტორისგან არის სრული მზაობა იმისთვის, რომ პროფესიულ განათლებაში მათ შეიტანონ მეტი კონტრიბუცია. მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ ჩვენი მიზანია, ეკონომიკის 6%, ბიუჯეტის მეოთხედი მივმართოთ განათლებაზე. ეს არის მოლოდინი იმისა, რომ კერძო სექტორი დაამატებს ინვესტიციას, 5%-ს ჩვენი ეკონომიკის და სწორედ განათლების სექტორი გახდება დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში 11-12%-იანი წილით“-განაცხადა ბახტაძემ.



BMG






„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up