გვაქვს ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსების და ავტობუსების მხოლოდ 15 პროცენტი გადის ტექინსპექტირებას - დავით მესხიშვილი

გვაქვს ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსების და ავტობუსების მხოლოდ 15 პროცენტი გადის ტექინსპექტირებას - დავით მესხიშვილი

access_time2022-12-08 23:00:05

2023 წლიდან ქვეყანაში ავტოსადგურების ფუნქციონირება დარეგულირდება. შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს პერიოდში პარლამენტს წარედგინება და მისი მიღება სწორედ მომავალი წლიდან იგეგმება.


როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, ავტოსადგურების რეგულირებით ქვეყანაში მგზავრთა გადაყვანის სფერო გაჯანსაღდება, გაუმჯობესდება მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი და დაიხვეწება უსაფრთოების სტანდარტები. ამასთან, ახალი თამაშის წესების ამოქმედება სექტორში ჯანსაღი კონკურენციის არსებობას ხელს შეუწყობს. სწორედ ამას ითვალისწინებს პროექტი, რომელიც მთავრობის ინიციტივით შემუშავდა და ახლა მისი უწყებათაშორისი განხილვები აქტიურ ფაზაშია შესული. ავტოსადგურების რეგულირების მნიშვნელობაზე საუბრობს ეკონომიკის მინისტრიც და ამბობს, რომ ავტოსადგურების ფუნქციონირება დღეს დერეგულირებულია. თავად ბაზრის მოთამაშეები და სფეროს ექსპერტები კი კანონის მოკლე ვადებში მიღებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, ბაზარზე სრული ქაოსია, რეგისტრირებული ავტოსადგურების გვერდის ავლით მგზავრთა გადაყვანის შემთხვევებს კი სისტემური ხასიათი აქვს.


„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსების და ავტობუსების მხოლოდ 15 პროცენტი გადის ტექინსპექტირებას. მგზავრები გადაჰყავს ავტოტრანსპორტს, რომელიც დიდი ალბათობით არის ტექნიკურად გაუმართავი. ეს არის ძალიან სერიოზული შინაარსის და სიღრმის პრობლემა და დაუყოვნებლივ არის უკვე საჭირო რეფორმის გატარება. ეს უნდა შეეხოს როგორც მოქმედ სადგურებს, ასევე ე.წ თვითორგანიზებულ რაღაც ჯგუფებს, სადგურებს, საიდანაც გადიან ე.წ ხიშნიკი მძღოლები, რომელებიც საერთოდ არანაირ ლოგიკას, ან წესს არ ექვემდებარებიან“, - ამბობს „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი.



მისივე თქმით, მოუწესრიგებელი მგზავრთა გადაყვანა აზარალებს როგორც ბიზნესს, ისე სახელმწიფო ბიუჯეტს. არსებული ინფორმაციით, არარეგისტრიებული გადამზიდავებისგან ბიუჯეტს, დაახლოებით, 50 მილიონ ლარზე მეტი აკლდება. ავტოსადგურებში ამბობენ, რომ არასერთიფიცირებული გადამყვანები, წლის განმავლობაში, იმდენივე მგზავრს ემსახურებიან, რამდენსაც რეგისტრირებული ავტოსადგურები, თუმცა ისინი არანაირ გადასახადს არ იხდიან.


შეგახსენებთ, ავტოსადგურების რეგულირების ინიციატივაზე ქვეყანაში, ბოლო წლებია, აქტიურად საუბრობენ, თუმცა რეფორმა, რომელიც საქალაქთაშორისო მიმოსვლას მოაწესრიგებს და ბაზრის მოთამაშეების ლიცენზირებას ითვალისწინებს, უკვე არაერთხელ გადავადდა.


წყარო: https://business-partner.ge/




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up