თემურ ჭყონია-„გვაჩვევენ, რომ ლარის კურსის ძველი ნიშნული არის 2.95“

თემურ ჭყონია-„გვაჩვევენ, რომ ლარის კურსის ძველი ნიშნული არის 2.95“

access_time2019-09-06 22:35:37

„არ ვიცი ეს ძველი ნიშნული რომელია, უნდა ვთქვათ, რა არის ლარის ძველი ნიშნული,“ - ამის შესახებ BM.GE-ს ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა. როგორც ჭყონია განმარტავს, ეროვნულ ბანკის პრეზიდენტმა მხოლოდ საბანკო რეგულაციები არ უნდა შემოიღოს.

 

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობდა, რომ ლარი გამყარდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდებაო. არ ვიცი ეს ძველი ნიშნული რომელია, უნდა ვთქვათ, რა არის ლარის ძველი ნიშნული. ნელ-ნელა გვაჩვევენ, რომ ლარის კურსის ძველი ნიშნული არის 2.95. იმედი მაქვს, რომ როდესაც მთავრობის ახალი ეკონომიკური გუნდი ჩამოყალიბდება მისი პირველი ამოცანა იქნება სწორი მესიჯი გააგზავნოს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დაელაპარაკოს. 

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თუ მარტო ბანკების რეგულაციებს ატარებს და ლარის კურსს არ მიჰყვება, შეგვიძლია უცხოეთში აუდიტორული კომპანია დავიქირავოთ, რადგან რეგულაციებს აუდიტორული კომპანია უფრო მოაგვარებს, ვიდრე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“ - განმარტა ჭყონიამ. 

 

ბიზნესმენმა ახალი ეკონომიკური გუნდის მთავარ გამოწვევად ლარის კურსი დაასახელა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან პირველად სწორედ ეს თემა უნდა განიხილოს.

 

„გახარია კარგად მოახერხებს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ლარის კურსზე სწორი პასუხი გააცემინოს ბიზნესმენების და მოსახლეობის მიმართ.

 

როდესაც მთავრობის ახალი ეკონომიკური გუნდი იქმნება ერთი უპირატესობა აქვს, ის ახალი ენერგიით აგვარებს იმ ყველაზე მტკივნეულ პრობლემებს, რაც პირველ პლანზე დგას, ხოლო პირველ პლანზე დღეს ლარის კურსი დგას“ - განაცხადა ჭყონიამ.


bm.ge





„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...


მსგავსი სიახლეები

up