„გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია“ – ირაკლი კობახიძე

„გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია“ – ირაკლი კობახიძე

access_time2022-07-04 14:40:00

„გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო ის, რასაც საზოგადოებას თავიდანვე ვპირდებოდით: ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არა აქვთ“ – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„საზოგადოებამ დაინახა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში, ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნის მიღწევას - ხელისუფლების გადატრიალებასა და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ.

გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი ანტისახელმწიფოებრივი ბუნება. გარდა ამისა, გუშინ უკვე საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი ნაციონალურ მოძრაობასა და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ ენჯეოებს შორის.

გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია. ამ გეგმის განხორციელებას ესაჭიროებოდა ერთი მთავარი რამ - ხალხის მხარდაჭერა. ნაციონალური მოძრაობა, მისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა „სირცხვილია" და ნაციონალური მოძრაობის ენჯეოსატელიტები კი, ამ მხარდაჭერას ვერასდროს მოიპოვებენ, რადგან მათ მხარეს არ არის სიმართლე.


როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ 3 დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა. სამწუხაროდ, ამ გეგმას რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს. თუმცა, ჩვენთვის მათი ქმედებები ვერცერთი შემთხვევაში ვერ იქნება გეგმიდან გადახვევის მიზეზი.

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს აწ უკვე ოფიციალურად აღიარებული ევროპული პერსპექტივის გასამყარებლად, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით შეასრულებს თითოეულ პუნქტს, რისთვისაც ყველა საჭირო ნაბიჯი სათანადო ფორმატში და სათანადო ვადებში გადაიდგმება.

ვინც რეალურად არის დაინტერესებული საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტის ნების რეალიზაციით, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციით და ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებით, ბუნებრივია, ამ გეგმის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 





ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება

ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება
access_time2022-08-12 23:55:40
ლიკუნა კოტეტიშვილს საქორწილო აქსესუარების დამზადების იდეა საკუთარი ქორწილის შემდეგ გაუჩნდა. დღეს კი კომპანია მომხმარებელს სხვადსხვა სახის საქორწილო მომსახურებასა და აქსესუარებს სთავაზობს.   როგორც "ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარების" დამფუძნებელი "ბიზნესპარტიორთან" ყვება, ქორწილში მის მიერ დამზადებულმა დეკორაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და სწორედ აქედან წამოვიდა იდეა ეს ყველაფერი ბიზნესად ექცია.   "პირადად ჩემთვის, ეს არის სფერო,...

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას
access_time2022-08-12 23:00:51
Reuters-ის სააგენტოს ცნობით, რამდენიმე წყაროს თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უნდა გამოაცხადოს თავისი კანდიდატურის ხელახლა წამოყენების შესახებ უფრო ადრე, ვიდრე ჩვეულებრივ, ნოემბრის რბოლამდე კონგრესში, რათა გააქარწყლოს სპეკულაციები დემოკრატების გეგმების შესახებ 2024 წლის საარჩევნო კამპანიის წინ.   ბაიდენი, რომელიც 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ 80 წლის გახდება, სულ უფრო მეტი შეკითხვის წინაშე დგას თავისი პოლიტიკური მომავლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ...

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“
access_time2022-08-12 20:02:05
„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“ -  ამის შესახებ ინფორმაციას  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „კომერსანტი“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.  მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ,...

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე
access_time2022-08-12 17:58:05
ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს, როგორ მილსადენიდან ასევე რკინიგზიდან, აცხადებს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში გია არაბიძე, რითაც ის ყაზახური ნავთობის, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაწყებას გამოეხმაურა. როგორც...

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2022-08-12 17:30:06
12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.73 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7880 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7916 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.36 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1508 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2829 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up