გურიის რეგიონში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს

გურიის რეგიონში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს

access_time2020-08-19 12:02:47

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მეთხილე ფერმერებს შეხვდა და მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, აზიურ ფაროსანას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ჩატარებულმა ერთობლივმა ქმედითმა ღონისძიებებმა დადებითი შედეგი მოიტანა და, მიმდინარე წელს, მათ თხილის  ხარისხიანი და ჭარბი მოსავალი მიიღეს.

 „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქვეყანაში თხილის მოვლის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები ეფექტიანად წარიმართა. შედეგად, მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი მივიღეთ, რომლის დიდი ნაწილიც ექსპორტზე გავა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, 2019 წლიდან თხილის სექტორის გადარჩენის პროგრამას ახორციელებს. თხილის სექტორში სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგია, რომ მეთხილე ფერმერები, უხვი და ხარისხიანი მოსავლის რეალიზაციით, გაზრდილ შემოსავალს მიიღებენ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა. 

გურიის მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ სახელმწიფოსა და ფერმერების მიერ ერთობლივი მასშტაბური ღონისძიებების მნიშვნელობაზე, მიღებულ ხარისხიან  და უხვ მოსავალზე გაამახვილა ყურადღება და, სამომავლოდ, მავნებლის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.


აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ ფერმერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტიურობისკენ და აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს; მიმდინარეობს, როგორც თერმული ნისლით დამუშავება, ასევე საყანე ფართობებზე ცივი შესხურების მეთოდით წამლობა.

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია 25 000-მდე ფერმერს აერთიანებს. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, წელს 50 000 ტონაზე მეტ მაღალი ხარისხის თხილის მოსავალს ელოდებიან. მათივე თქმით, ასოციაციაში გაწევრიანებულ ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამა კვლავ გაგრძელდება.


თეგები:
გურია



„ლარის სისუსტეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გავლენას ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ახდენს“

„ლარის სისუსტეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გავლენას ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ახდენს“
access_time2020-11-25 12:03:44
ახლა, როცა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, საქართველოში 477 მგვ ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდა.   წლების განმავლობაში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, შესაბამისად, იმპორტის წილიც და ღირებულებაც გაზრდილია. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა განაპირობებს ელექტროენერგიის მზარდს იმპორტს, ხედავენ თუ არა დარგის...

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა
access_time2020-11-25 11:00:46
გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას რომელიც დიდი ხანია გვესმის, წლების შემდეგ პასუხი გაეცა - „სს კინოთეატრი რუსთაველი“ ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციას გეგმავს. ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. ბიზნესმენი ოთარ ბუბაშვილი ახალა დედაქალაქის მთავრობისგან მშნებლობის ნებართვას ელოდება.   აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ისტორიული კინოთეატრი არც ძველი იერსახით და არც ძველი ფუნქციით არ დაბრუნდება, უფრო სწორედ შენობას გაცილებით მეტი...

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“
access_time2020-11-25 10:00:11
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების უსაფრთხოების დაცვით ახსნა, ჰოსპიტალურ სექტორში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.   „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, რადგან ერთ დროს გეგმიური ოპერაციები, ბოლოს სასწრაფო...

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up