წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს გურიაში „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი სიორიძე ჩოხატაურის ცენტრში მინი ამწეს დახმარებით იმ საბანერე კონსტრუქციის წინ დადგა, რომლის 10 დღით მიქირავებაზეც, ოქტომბრის დასაწყისში , მას ჩოხატაურის მერიამ უარი უთხრა.
უარის მიზეზად მერის მიერ მოწერილ წერილში განმარტებული იყო, რომ აღნიშნულ კონსტრუქციაზე უნდა განთავსებულიყო რაიონის ღირსშესანიშაობების ამსახველი ფოტომასალა.
როგორც მოსალოდნელი იყო, კონსტრუქციაზე არანაირი ფოტომასალა არ განთავსებულა.
გიორგი სიორიძემ, აღნიშნული ფაქტი ვიდეოზე აღწერა და თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განათავსა.