გურიის გუბერნატორმა ჩოხატაურში ხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა

გურიის გუბერნატორმა ჩოხატაურში ხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა

access_time2016-11-16 15:17:04

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გამგებელთან ირაკლი კუჭავასთან ერთად ხილის გადამამუშავებელ საწარმოს ეწვია და ხილის გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნო.

 

 

„გურიაში ციტრუსის ჩაბარება-რეალიზაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. სეზონის შესაბამისად ჩოხატაურის ხილის გადამამუშავებელ საწარმოში, ჩემი მისვლის მიზანი, სწორედ ციტრუსის მიღებისა და გადამუშავების პროცესის გაცნობა გახლავთ. აღსანიშნავია, რომ სოფელ ნატანების ,,ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანიაში" სტანდარტული, ხოლო ხილის გადამამუშავებელ საწარმოში მოსახლეობისგან არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება ხდება. წელს საწარმო სხვადასხვა სახეობის ხილთან ერთად, 20 - ტონამდე ციტრუსს გადაამუშავებს და მოხდება კომპოტებისა და ჯემების დამზადება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით რეგიონში ახალი საწარმოები იქმნება და შესაბამისად ჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილებიც. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებას"- განაცხადა გია სალუქვაძემ.

 

 

 

 


 

კომპანიამ ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა" ახალი მიმართულებით ინვესტიცია 400 000 აშშ დოლარის სახელმწიფო თანადაფინანსებითა და 500 000 აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტით 2014 წელს განახორციელა და ააშენა თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ექსპლუატაციაში 2015 წლის სექტემბერში შევიდა.

 

 

ხილის გადამამუშავებელ საწარმოში ქართული ნედლეულისგან 30-მდე სახეობის მურაბა, ჯემი, კომპოტი და საწებელი საერთაშორისო სტანდარტის ISO 22000-ის შესაბამისად მზადდება. იგეგმება ახალი ტექნოლოგიური ხაზების დამატება. გაიზრდება და გამრავალფეროვნდება პროდუქცია. დასაქმებულია 50 ადგილობრივი.

 

 

 

 

პროდუქცია წარმოდგენილია "ნენა"-ს ბრენდის ქვეშ და მისი რეალიზება ხორციელდება, როგორც ადგილობრივ ასევე, საექსპორტო ბაზარზე (რუსეთი, ჩეხეთი, ჩინეთი).

 




„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

„კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის აუცილებელია ყოველდღიურ რაციონში ჩართული იყოს რძის პროდუქტები, ხილი,ბოსტნეული და ხორცი“-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

„კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის აუცილებელია  ყოველდღიურ რაციონში ჩართული იყოს რძის პროდუქტები, ხილი,ბოსტნეული და ხორცი“-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა
access_time2020-02-29 11:00:59
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დღემდე არ არსებობს ვირუსისგან თავის დაცვის კონკრეტული საშუალება და რეკომენდაცია. ვირუსთან გამკლავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად კი ძლიერი იმუნური სისტემა სახელდება, რომელსაც სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და კიდევ რამოდენიმე სხვა კომპონენტი განაპირობებს. როგორი უნდა იყოს დღის კვების რაციონი, როგორც ბავშვებისთვის ისე მოზარდებისთვის, ასევე საფრთხეები და რისკები,...


მსგავსი სიახლეები

up