გურიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ხორციელდება

გურიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ხორციელდება

access_time2017-08-31 16:48:41

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის რეგიონში მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად გაეცნო. ქიმიური წამლობა ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში (გურიანთა, სოფელი ოზურგეთი, ნიგოითი, შუხუთი, ჩიბათი, ლესა, ჩოჩხათი, სუფსა და ნიგვზიანი) ინტენსიურად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ამ დროისთვის 2 ათასამდე ჰექტარი ფართობია შეწამლული და წინასწარი მონაცემებით, 3 ათასამდე ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი. მავნებლის გავრცელების კერები და საკარმიდამო ნაკვეთები თერმული ნისლის ტექნოლოგიით და სამანქანე აგრეგატებით მუშავდება. 

 

 


„აზიური ფაროსანა გამოწვევაა აგრარული სექტორისთვის და მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ატარებენ, მათ შორის გურიის რეგიონში. ღონისძიებების პირველ ეტაპზე ჩატარებული და ამჟამად მიმდინარე წამლობის შედეგად ფაროსანას პოპულაცია შემცირდა, თუმცა, მავნებელთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია და ჩვენ ვაგრძელებთ წამლობას. ამასთან, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და აქტიურობა, რაც წამლობის გარდა მექანიკური ღონისძიებების გატარებასაც გულისხმობს,“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა. 

 

 


„სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აქტიურად არიან ჩართულები იმ მასშტაბურ ღონისძიებებში, რომლებიც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტარდება. ადგილზე მუშაობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკა და სპეციალისტები. სააგენტოსთან ერთად აქტიურად ვახდენთ მავნებლის გავრცელების კერების იდენტიფიცირებას, რათა სრულად და დროულად მოხდეს ღონისძიებების გატარება“, -აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.


 

 


აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პირველ ეტაპზე 53 ათასი ჰექტარი თხილის ფართობი დაამუშავა. მეორე ეტაპზე 50 ათასი ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი. უცხოელი ექსპერტების შეფასებით, გატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის გავრცელების გეოგრაფია არ გაზრდილა და ლოკალიზებულია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში. 

 

 


ღონისძიებები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 

 

 



ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...


მსგავსი სიახლეები

up