გურჯაანში ცხოველთა რეგიონული თავშესაფარი შენდება. იქნება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობები, ვეტერინარული კლინიკა, ლაბორატორია, ვოლიერები და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.
„თავშესაფრის ფუნქციებში ასევე, შევა:ცოფის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები, სტერილიზაცია/კასტრაციის მეთოდით პოპულაციის მართვა, ცხოველის პატრონის დადგენა ან ახალი პატრონის მოძიება, ცხოველთა დაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება და სხვა“, – ამბობენ გურჯაანის მერიაში.
ცხოველთა თავშესაფარი, გურჯაანში, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით შენდება და კახეთის რვავე მუნიციპალიტეტს მოემსახურება. მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება.
თავშესაფარს მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს. პროექტის ღირებულება 1 800 000 ლარია.
წყარო: marketer.ge