გურჯაანის #4 სკოლის მათემატიკის მასწავლებლები არჩილ გაჩეჩილაძისგან 500-ლარიან დანამატს მიიღებენ

გურჯაანის #4 სკოლის მათემატიკის მასწავლებლები არჩილ გაჩეჩილაძისგან 500-ლარიან დანამატს მიიღებენ

access_time2021-10-26 12:05:06

ქალაქ გურჯაანის გურამ ჭილაშვილის საავტორო #4 საჯარო სკოლის მათემატიკა-ფიზიკის 5 მასწავლებელი და სკოლის დირექტორი „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორისგან, არჩილ გაჩეჩილაძისგან თვეში 500-500 ლარიან დანამატს მიიღებენ.


როგორც “კომერსანტს” არჩილ გაჩეჩილაძემ უთხრა, 500-ლარიანი დანამატის გარდა დამატებითი ფინანსური წახალისება მოსწავლეების ეროვნულ ოლიმპიადებსა და შეჯიბრებებზე წარმატების მოპოვებაზე იქნება დამოკიდებული.


„პირველი ხარისხის დიპლომზე დამატებითი დანამატი იქნება 300 ლარი, მეორეზე - 200 ლარი, მესამეზე - 100 ლარი“, - ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე, რომელმაც ინიციატივის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე პოსტიც გამოაქვეყნა.



„საქართველოში გვაქვს გამორჩეული მათემატიკური სკოლები; ალბათ ყველას გსმენიათ კომაროვის სკოლა-პანსიონზე, ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაზე, რაზმაძის სახელობის სკოლაზე თბილისში (გადაკეთდა ჩვეულებრივ საშუალო სკოლად), ქუთაისში არის კიდევ ორი სკოლა, ფოთში იყო ერთი ასეთივე სპეციალიზირებლი სკოლა...


ჰოდა, გურჯაანს ჰქონდა სპეციალიზებული მათემატიკური სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ოთარ ჭილაშვილი, კაცი რომლის მონდომებითაც ბნელ 90-იანებში ბევრი კარგი ტრადიცია შეიქმნა და შენარჩუნდა...


მოკლედ, რამდენიმე ხნის წინ გაჩნდა ერთი კარგი იდეა, წავახალისოთ ამ სკოლის <გურჯაანის მე4- საჯარო სკოლის> მათემატიკის და ფიზიკის მასწავლებლები და მივცეთ მოტივაცია, მეტმა ბავშვმა მოიპოვოს წარმატება ეროვნულ რესპუბლიკურ შეჯიბრებებზე მათემატიკასა და ფიზიკაში. პარასკევს, 22 ოქტომბერს შევხვდი ამ სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებლებს; თითოეულს ექნება 500-ლარიანი დანამატი რომელიც გაიზრდება იმდენით, რამდენი მოსწავლეც მიაღწევს წარმატებას რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე. იმდენი გეგმა გაჟღერდა, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი წარმატება მოჰყვება ამ ამბავს. ასეთი დადებითი ენერგია ყოველთვის გადადის კარგ საქმეში. გურჯაანელების წარმატების მოლოდინში...“, - წერს არჩილ გაჩეჩილაძე.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up