გურამ ნიკოლაშვილი: კოვიდ-19_თან დაკავშირებული შეწირულობების დეტალური აღწერის გაცნობაც საკმარისია იმის დასადგენად, რომ ივანიშვილის ქველმოქმედება მსოფლიოს ფონზეც ძალიან მსხვილია

გურამ ნიკოლაშვილი: კოვიდ-19_თან დაკავშირებული შეწირულობების დეტალური აღწერის გაცნობაც საკმარისია იმის დასადგენად, რომ ივანიშვილის ქველმოქმედება მსოფლიოს ფონზეც ძალიან მსხვილია

access_time2020-05-01 17:30:27

ყველა ცხრილი ოდესღაც ვიღაცის მიერაა პირველად შედგენილი, ეს რატომაა პრობლემა? - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში წერს და ბრიტანულ გამოცემა ,,ტელეგრაფში“ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიის „ყოფილი ქარხნის მუშა დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“ , რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, სოფიკო ვასაძის მიერ მომზადებულ ,,კრიტიკულ“ წერილს ეხმიანება, სადაც ვასაძე პრობლემად ცხრილს მიიჩნევს, რომელიც რადიო თავისუფლების ჟურნალისტის თქმით, მხოლოდ ერთ ადგილას, ,,ტელეგრაფის“ ვებგვერდზე არსებობს.


ნიკოლაშილის თქმით, კოვიდ-19_თან დაკავშირებული შეწირულობების დეტალური აღწერის გაცნობაც საკმარისია იმის დასადგენად, რომ ივანიშვილის ქველმოქმედება მსოფლიოს ფონზეც ძალიან მსხვილია.


ცხრილის შექმნის პრინციპზე საუბრისას გურამ ნიკოლაშვილი თავად რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ციტატას იშველიებს, რომლის მიხედვითაც პანდემიისთვის ქველმოქმედთა ცხრილი, რომელიც გვიჩვენებს კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს, ერთ სულ მოსახლეზე დონაციის პროპორციული მაჩვენებლებით.



ესე იგი, აქედან ვიგებთ, რომ სია შედგენილია შემოწირულობის ოდენობის შეფარდებით ქვეყნის მოსახლეობის რიცხვოვნობასთან და ამ კრიტერიუმით ბატონი ივანიშვილი აღმოჩნდა პირველ ადგილას. და ასეთი ცხრილი გააკეთა ტელეგრაფმა, დანარჩენ გამოცემებს კი სრული უფლება დაუტოვა დაესესხონ და გაავრცელონ. ყველა ცხრილი ოდესღაც ვიღაცის მიერაა პირველად შედგენილი, ეს რატომაა პრობლემა? პრობლემა არის სიცრუე და მანიპულაცია და სწორედ ამ მანიპულაციის ქრესტომათიული მაგალითია სოფიკო ვასაძის ნარკვევი კოდა-სთორიზე.სოფიკოსგან განსხვავებით უპირობოდ არც მე ვენდობი ტელეგრაფს. ჯერ კიდევ ქართული ასმილიონიანი დონაციის გაკეთებამდე დავინტერესდი შემომწირველებით და რამდენიმე სია მოვიძიე. დღეს კიდევ ერთხელ მოვძებნე სხვადასხვა სიები. საძიებო სისტემაში შემყავს [list of philanthropists who donate for covid 19] და პირველივე გვერდზე მშვენიერ ბმულს ვპოულობ. ნიუს კორპში შემავალი დოუ ჯონსის ყოველკვირეული გამოცემა, რომელსაც ბიზნესმენთა მსხვილი დონაციების ჩამონათვალი აქვს მოცემული. სია პერმანენტულად ახლდება. 29 აპრილს 44 ცნობილი პირია ჩამოთვლილი, 30 აპრილს კი კიდევ ორი დაემატა - ზარას მფლობელი ამანსიო ორტეგა და ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი და ყოფილი პრემიერმინისტრი. კოვიდ-19_თან დაკავშირებული შეწირულობების ამ დეტალური აღწერის გაცნობაც საკმარისია იმის დასადგენად, რომ ივანიშვილის ქველმოქმედება მსოფლიოს ფონზეც ძალიან მსხვილია. სიაში მოცემული ფილანტროპისტები განსხვავდებიან თავისი სიმდიდრით, ბიზნესის მასშტაბით, ქვეყნების სიდიდით და დონაციის ოდენობით, ამიტომ მათი ჩამონათვალი დანომრილი რიგითობის გარეშეა მოცემული. ტელეგრაფმა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სია შეწირულობისა და მოსახლეობის შეფარდების მიხედვით შეადგინა, მარტივად“,- წერს გურამ ნიკოლაშვილი.


მისი თქმით, საინტერესო იქნებოდა სოფიკო ვასაძის სტატიის წაკითხვა თემაზეც, თუ რატომ დამკვიდრდა სიტყვა “ლობისტები” ქართულ ზეპირსიტყვიერებაში უკვე ნეგატიური კონოტაციით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up