გურამ ნიკოლაშვილი:  ბიძინა ივანიშვილი  ხარჯავს ქველმოქმედებაზე პროპაგანდისა და აფიშირების გარეშე, ხოლო  მისი ოპონენტები არ იშურებენ ძალ-ღონეს, კეთება ნგრევად მონათლონ

გურამ ნიკოლაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ხარჯავს ქველმოქმედებაზე პროპაგანდისა და აფიშირების გარეშე, ხოლო მისი ოპონენტები არ იშურებენ ძალ-ღონეს, კეთება ნგრევად მონათლონ

access_time2020-05-01 16:49:55

როდესაც საქმე ეხება ივანიშვილს, იქ ყოველთვის გვაქვს ორი მოცემულობა - პირველი, ბიძინა ივანიშვილი ხარჯავს ქველმოქმედებაზე პროპაგანდისა და აფიშირების გარეშე, ხოლო მეორე მოცემულობაში ყველაფერი რასაც ბიძინა აკეთებს, ცუდია და მისი ოპონენტები არ იშურებენ ძალ-ღონეს, კეთება ნგრევად მონათლონ,- საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში ,,ბლოგს“ აქვეყნებს, სადაც საუბრობს თუ როგორ არ მოეწონა ქართულ ოპოზიციურ მედიას ბრიტანული „ტელეგრაფის“ სტატია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე.


ნიკოლაშვილი რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, სოფიკო ვასაძის ,,კრიტიკულ“ წერილს ეხმიანება, რომელიც ვასაძემ ბრიტანულ გამოცემა ,,ტელეგრაფში“ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას „ყოფილი ქარხნის მუშა დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“ მიუძღვნა.


საჯარო პოლიტიკის სპეციალისტის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დემონიზაცია პოლიტიკური ბრძოლის გზა გახდა - მის პენსიას ეწოდა მოსყიდვა, ჯიღაურას და ბლექსის მრავალასმილიონიანი პროექტების სახელმწიფოზე ჩუქებას - შეტენვა, 12 ათასი სახლის გადახურვის პროგრამას - რაჭის ხე-ტყის გაჩეხვა და ასე შემდეგ.
საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი ოპერის გარემონტების ამბავსაც იხსენებს და ამბობს, რომ ადამიანს, რომელმაც 40 მილიონი დახარჯა ოპერის გარემონტებაში და ბრალს სდებენ, ბილეთები რატომ არ გაყიდაო, ეს ძალადობა საღ აზრზე ამ მედიას უფრო ამხელს, ვიდრე თავდასმხის ობიექტს.



,,რას ედავება საბოლოო ჯამში „მამხილებელი“ სტატიის ავტორი „ტელეგრაფს“? რა ნახა ტყუილი? ხომ გადარიცხა 100 მილიონი? ხომ ებრძვის საქართველო წარმატებით კორონავირუსს? ხომ აღმოჩნდა ქართული ოცნების ხელისუფლება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური? გამონაკლისია საქართველო ამ ომში? ყველა ქვეყანაში, სადაც შედგა ჯანდაცვის სპეციალისტებისა და ხელისუფლების კოლაბორაცია, მძიმე შედეგები თავიდან აიცილეს. სადაც არა, იქ ვითარება გართულდა. ამაზეც ბევრი დაიწერა საერთაშორისო მედიაში. შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება ივანიშვილს, იქ ყოველთვის გვაქვს ორი მოცემულობა. პირველ მოცემულობაში ბიძინა ხარჯავს ქველმოქმედებაზე პროპაგანდისა და აფიშირების გარეშე, ხოლო მეორე მოცემულობაში ყველაფერი რასაც ბიძინა აკეთებს, ცუდია და მისი ოპონენტები არ იშურებენ ძალ-ღონეს, კეთება ნგრევად მონათლონ. სხვათა შორის, ეს ორი მოცემულობა სადღაც გადაჯაჭვულიცაა, აფიშირების გარეშე მოქმედება ოპონენტებს კრიტიკის მეტ საფუძველს უჩენს. მე ვერ ვიხსენებ და არც წამიკითხავს ივანიშვილის რაიმე მოქმედების ერთიანი კონსესუსური ვერსია, მისი ალბათ ყველა მოქმედება ოპონენტების მიერ ნეგატიურადაა შეფასებული. ბიძინას დემონიზაცია გახდა პოლიტიკური ბრძოლის გზა. მის პენსიას ეწოდა მოსყიდვა, ჯიღაურას და ბლექსის მრავალასმილიონიანი პროექტების სახელმწიფოზე ჩუქებას - შეტენვა, 12 ათასი სახლის გადახურვის პროგრამას - რაჭის ხე-ტყის გაჩეხვა და ასე შემდეგ. ბიძინასგან წმინდანს ვერ გამოვძერწავთ, მაგრამ როდესაც ადამიანს, ვინც 40 მილიონი დახარჯა ოპერის გარემონტებაში და ბრალს სდებენ, ბილეთები რატომ არ გაყიდაო, ეს ძალადობა საღ აზრზე ამ მედიას უფრო ამხელს, ვიდრე თავდასმხის ობიექტს“,- წერს გურამ ნიკოლაშვილი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up