გურამ გურამიშვილი - ჩვენთვის, მნიშვნელოვანია, როგორც ინტერნეტის ღიაობა და ხელმისაწვდომობა, ხოლო მეორე მხრივ, აუცილებელია უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს ფორმირების ხელშეწყობა

გურამ გურამიშვილი - ჩვენთვის, მნიშვნელოვანია, როგორც ინტერნეტის ღიაობა და ხელმისაწვდომობა, ხოლო მეორე მხრივ, აუცილებელია უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს ფორმირების ხელშეწყობა

access_time2022-02-08 23:00:00

„საქართველოში ინტერნეტის მოხმარება და მისი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებასა და ეკონომიკაზე ყოველდღიურად იზრდება. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს და გამოწვევას ფართოზოლოვანი ინტერნეტ - ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი უსაფრთხო გამოყენება წარმოადგენს, რისთვისაც ხორციელდება სხვადასხვა პროექტები, მათ შორის მოზარდებსა და ახალგაზრდა თაობაში ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების მიმართულებით. ამდენად, ჩვენთვის, მართალია, მნიშვნელოვანია, ინტერნეტის ღიაობა და ხელმისაწვდომობა, ხოლო მეორე მხრივ, აუცილებელია უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს ფორმირების ხელშეწყობა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ონლაინ - კონფერენციაზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზატორობით ჩატარდა, საჯარო და კერძო სექტორის, აგრეთვე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა ინტერნეტის მომავალსა და დარგის განვითარების მიმართულებებზე ისაუბრეს.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის“ ერთ-ერთი სტრატეგიული მიზნის „ციფრული უნარების და მოთხოვნის განვითარების“ აქტივობად მიჩნეულია ციფრული უნარების და წიგნიერების პროგრამების და სახელმწიფო კამპანიების ხელშეწყობა ონლაინ უსაფრთხოების მიმართულებით, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ახალგაზრდა თაობისთვის.


გურამ გურამიშვილის თქმით, სამინისტროს მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) ექსპერტების მიერ მომზადდა „საქართველოში ონლაინ უსაფრთხოების შეფასების ანგარიში“ და რეკომენდაციები. ასევე უკვე ქართულ ენაზეა „ბავშვთა ონლაინ დაცვის სახელმძღვანელო მშობლებისა და აღმზრდელებისთვის“, რომელიც შეიქმნა ITU-ს და ბავშვთა ონლაინ დაცვის საკითხებზე მომუშავე მოწინავე ორგანიზაციების მიერ.



„თითოეულ პირს აქვს პასუხისმგებლობა, შეიტანოს თავისი დადებითი წვლილი უკეთესი ინტერნეტის შექმნაში. ჩვენ ყველას შეგვიძლია წავახალისოთ ეს პროცესი სხვებისადმი კეთილგანწყობის და პატივისცემის გამოვლენით, შესაძლებლობების მოძიებით ინტერნეტში დადებითი მასალების შექმნასა და ადამიანების დაკავშირებისთვის. ჩვენ ასევე შეგვიძლია მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება ინტერნეტში არსებულ მიუღებელი ან კანონსაწინააღმდეგო შინაარსის მასალების თუ ქცევის გამოვლენის შემთხვევაში,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


მისი თქმით, ადგილობრივი „უსაფრთხო ინტერნეტის დღე“, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, კერძო კომპანიების და ყველა დაინტერესებული პირების ჩართულობით, უსაფრთხო ინტერნეტის ფორმირების და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხების, განხორციელებული აქტივობების და სამომავლო გეგმების განსახილველად.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up