გურამ გურამიშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ინტერნეტის ღიაობა და ხელმისაწვდომობა და მეორე მხრივ, მისი დაცულობა

გურამ გურამიშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ინტერნეტის ღიაობა და ხელმისაწვდომობა და მეორე მხრივ, მისი დაცულობა

access_time2021-12-01 11:40:00

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამასთან, ახალი კორონა ვირუსისგან გამოწვეული პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა ფართოზოლოვანმა ინტერნეტ ქსელებმა და მათმა გამართულმა ფუნქციონირებამ, ქვეყანაში კრიტიკულად აუცილებელი მომსახურებების უზრუნველყოფის გასაგრძელებლად, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების, ინფორმაციაზე წვდომის და სხვა მიმართულებებით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.



ფორუმი, რომელიც მეშვიდედ ტარდება, ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2015 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაარსდა. დღეს ფორუმს 30-ზე მეტი წევრი ჰყავს სხვადასხვა სფეროდან. ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კომუნიკაციების კომისია და საქართველოს ინტერნეტ საზოგადოება (ISOC Georgia). ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია. ფორუმის ინსტიტუციური პარტნიორია ევროპის საბჭო. ფორუმის მხარდამჭერები ასევე არიან საერთაშორისო ორგანიზაციები: ინტერნეტ საზოგადოება (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია (ICANN) და RIPE ქსელის საკოორდინაციო კომიტეტი (RIPE NCC).



მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სამინისტროს მიერ საქართველოში, ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში დაგეგმილი აქტივობების შესახებ. მათ შორის, გაგრძელდება მუშაობა „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების გეგმით გათვალისწინებულ სხვადასხვა აქტივობებზე, მათ შორის სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტზე, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ქსელების მშენებლობის გამარტივების, ინვესტიციების მოზიდვის, კონკურენციის ზრდის, მოსახლეობაში ინტერნეტის და ტექნოლოგიების გამოყენების უნარების ამაღლების და სხვა ღონისძიებებზე.




გურამ გურამიშვილმა ხაზი გაუსვა მაღალმთიან რეგიონების ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, სათემო ინტერნეტიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებს, რომლებიც გაგრძელდება. აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს გავლით, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბის ჩამოყალიბებასა და ყველა დაინტერესებული მხარესთან თანამშრომლობის პრინციპზე დაფუძნებული ინტერნეტ მმართველობის განვითარებაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარეობს ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან საქართველოს ციფრული ბაზრის ინტეგრაციის ღონისძიებები. ამასთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის ჰარმონიზება ევროკავშირის დირექტივებთან, მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით დაიწყო მუშაობა „ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიის და მისი განხორციელების გეგმის“ პროექტის შემუშავებაზე და სხვა.



„სფეროს შემდგომ განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ინტერნეტის სწორ მმართველობას და განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ინტერნეტის ღიაობა და ხელმისაწვდომობა და მეორე მხრივ, მისი დაცულობა,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, წინა პლანზე წამოიწია ისეთმა საკითხებმა, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და გამოწვევები; ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარება; აგრეთვე გახსნილი ტელეკომ ბაზრის და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების დაშვების პერსპექტივებმა; 5G ქსელების განვითარებამ; კიბერუსაფრთხოებამ, ვირტუალური მობილური ოპერირების განვითარების და სხვა საკითხებმა.



„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ როგორც ბიზნეს, მესამე სექტორთან, რადგან მიგვაჩნია, რომ ისეთი გლობალური მიზნების მისაღწევად, აუცილებელია მთელი ქვეყნის დაინტერესებული წრეების პოზიციათა დაახლოება და ერთობლივი მუშაობა, რაც დღემდე წარმატებით ხორციელდება,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.



ინტერნეტ მმართველობის ფორუმი 2-დღიანია და 10 თემატურ სესიას მოიცავს, რომელიც საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და მომავალ შესაძლებლობებს განიხილავს.


ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up