გურამ გიორგაძე: „შრომის ინსპექციის უფლებების გაფართოება მძიმე ტვირთად დააწვება განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს“

გურამ გიორგაძე: „შრომის ინსპექციის უფლებების გაფართოება მძიმე ტვირთად დააწვება განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს“

access_time2019-09-26 16:00:29

„შრომის ინსპექციის უფლებების გაფართოება მძიმე ტვირთად დააწვება განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს“ - განაცხადა  რადიო „კომერსანტზე“  გადაცემაში „ადვოკატის საათი მარიკა არევაძესთან ერთად“ ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, გურამ გიორგაძემ. მან  შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა,რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა ჩაატაროს რეგულაციის ზეგავლენის შეფასება.

 

„ორივე კანონპროექტი რადიკალურად არის შეცვლილი და შესაბამისად, ფართოვდება დასაქმებულებისა და შრომის ინსპექციისა და  ინსპექტორის უფლებები. ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ პოზიცია,რომ კანონპროექტის ბოლო ვერსიასთან დაკავშირებით გვაქვს არაერთი შენიშვნა.შრომის ინსპექციის უფლებების გაფართოება დიდ ტვირთად დააწვება ბიზნესს. მხედველობაში მაქვს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი. განხილვების დროს არაერთხელ იქნა ჩვენ მიერ დაყენებული პოზიცია რია-ს ჩატარების შესახებ. თუ საქართველოში არ არიან რეგულაციის ზეგავლენის შეფასების სპეციალისტები, მაშინ უნდა დავიქირავოთ უცხოეთიდან. 21-ე საუკუნეში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა,რომ ყველა რეგულაცია წარმოვადგინოთ და წარმოვსახოთ ციფრებში“-აცხადებს გიორგაძე.

 

მისი განმარტებით, ამ პროექტით გათვალისწინებულია ისიც,რომ აუცილებელია ჯანმრთელობის შემოწმება, მაგრამ  არ არის დაკონკრეტებული, თუ რა მიმართულებით უნდა მოხდეს ეს შემოწმება, დამსაქმებელს აქვს ვალდებულება თუ დასაქმებულმა თავისი ხარჯით უნდა აასრულოს აღნიშნული?

 


მეორე საკითხი,რომელიც დასაზუსტებელია, ეხება შრომის ანაზღაურების ცნებას. ეს არის საბაზისო ანაზღაურება ან შესაბამისად საარსებო მინიმუმი. საარსებო მინიმუმზე თუ ვისაუბრებთ, ვნახავთ,რომ 1999 წელს პრეზიდენტის გამოცემული დადგენილებით 20 ლარია, თუ ჩვენ ისევ  20 ლარზე ვისაუბრებთ,  მაშინ არც თუ ისე ჯანსაღად გვექნება საქმე. შესაბამისად, ვფიქრობთ,რომ კანონპროექტს უნდა მოჰყოლოდა შესაბამისი პროექტი მინიმალური ხელფასის განსაზღვარსთან დაკავშირებით.


„ჩვენი აპარატი ყველა კანონპროექტს უდგება პრაგმატულად. გვაინტერესებს,რატომ არ ტარდება რეგულაციის ზეგავლენის შეფასება. ძირეულად ცვლის და შეცვლის ეს კანონპროექტი ბევრ საკითხს. ბევრი კონკრეტული ნორმა არსებობს დღევანდელ შრომის კოდექსში დასაქმებულის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, თითქოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი დასაქმებულების ინტერესებისა და უფლებების დაცვის წინააღმდეგია. ჩვენ ვფიქრობთ რომ კანონპროექტი უნდა იყოს შეფასებული.  ბოლო ვერსიაში ბევრი საკითხია დასაზუსტებელი, მათ შორის ის,რომ შრომის ინსპექტორს შეუძლია ნებისმიერ დროს მოახდინოს დაკვირვება, გამოკითხვა, დოკუმენტაციის ამოღება და ა.შ. არ არის გაწერილი ის,თუ როდის დააბრუნებს ინსპექტორი, რა ვადით განახორციელებს შემოწმებას, არ არის დაკონკრეტებული, თუ რა კონკრეტული მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მაღალი მტკიცების სტანდარტი. ამ დეტალების გაუთვალისწინებლობა კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას გამოიწვევს მომავალში,“ - აღნიშნავს  გურამ გიორგაძე.


ნათია კეკენაძე 

 

 





NATO, აშშ, ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ შავი ზღვის ნაწილების 6 თვით ჩაკეტვის გეგმებს

NATO, აშშ, ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ შავი ზღვის ნაწილების 6 თვით ჩაკეტვის გეგმებს
access_time2021-04-17 12:04:09
16 აპრილს NATO— ში განაცხადეს, რომ რუსეთის გეგმები ექვსი თვით შავი ზღვის ნაწილებში საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ სამხედრო მანევრების ჩატარების ფონზე "გაუმართლებელი და დესტაბილიზაციის გამომწვევი იქნება". NAთO-მ რუსეთს მოსთხოვა, რომ უკრაინას თავისუფალი ნავიგაციის უფლება არ შუზღუდოს.რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მოსკოვი 24 აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით უცხოური სამხედრო გემებისთვის და სხვა გემებისთვის შავი ზღვის ნაწილების ჩაკეტვას...

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...


მსგავსი სიახლეები

up