გურამ ჯალაღონია: „ჯორჯიან ეარვეიზი“ საქართველოში რჩება და პარალელურად საქმიანობას იწყებს სომხეთში

გურამ ჯალაღონია: „ჯორჯიან ეარვეიზი“ საქართველოში რჩება და პარალელურად საქმიანობას იწყებს სომხეთში

access_time2016-03-07 13:00:47

წელს საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას გეგმავს 2 ახალი ავიაკომპანია, ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გურამ ჯალაღონიამ  გამოცემა CBW–ს განუცხადა.

 

მისი თქმით, ესენია ირანული ავიაკომპანია Qeshm Air, რომელსაც უკვე დაუმტკიცდა ფრენის განრიგი და ზაფხულის სეზონიდან გეგმავს ფრენების შესრულებას, ასევე ისრაელის ავიაკომპანია EL AL Israel Airlines.


ჯალაღონიას თქმით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ავიაკომპანია „Ryanair”-თან.

 

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბათუმის მიმართულებით რეგულარულ და ჩარტერული რეისებს ახორციელებენ სხვადასხვა ავიაკომპანიები: Georgian Airways,Turkish Airlines, BELAVIA, YANAIR. ამასთან, ამ მომენტისათვის არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს ბათუმის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებას გეგმავენ შემდეგი ავიაკომპანიები: Air Arabia, Scat, EL AL Israel Airlines, ARKIA, Dniproavia. 



Air Berlin-ის მხრიდან კი, გურამ ჯალაღონიას თქმით,  განაცხადი ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა. მისივე ინფორმაციით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვის მისაღებად მიმართა ორმა ირანულმა ავიაკომპანიამ: ATA Airlines და Qeshm Air, რომელთაც უკვე დაუმტკიცდათ ფრენის განრიგი და მიენიჭათ ფრენისათვის აუცილებელი ნებართვა.

 

რაც შეეხება „აირზენას,“ რომლის დამფუძნებლებმაც სომხეთში ახალი ავიაკომპანია შექმნეს, ჯალაღონიას თქმით, „ჯორჯიან ეარვეიზი“ საქართველოში რჩება და პარალელურად საქმიანობას იწყებს სომხეთში. „მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს ავიასპეციალისტებს და მთლიანად კომპანიას,“– განაცხადა მან.

 

ჯალაღონია 2016-17 წლებში დაგეგმილი ევროპული რეგულაციების დანერგვაზეც საუბრობს: 


„სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მუდმივად მუშაობს ევროპული რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვაზე, ამაში ჩვენი ევროპელი პარტნიორები აქტიურად გვეხმარებიან(EU Twinning Project, EASA, EUROCONTROL ). სრულად დაინერგა საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების პროცედურები (EASA, SAFA), რომლის მიხედვითაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები ახორციელებენ უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების ინსპექტირებას, სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე მომხდარი საავიაციო შემთხვევების და ინციდენტების შეტყობინების, აგრეთვე მათ შესახებ დაინტერესებულ მხარისთვის ინფორმაციის მიწოდების ევროკავშირის ერთიანი წესები, საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, რეისის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემის და დახმარების აღმოჩენის  წესი, საჰაერო გადაყვანა-გაზიდვებისას შეზღუდული შესაძლებლობებისა და შეზღუდული მოძრაობის მქონე პირის უფლებების დაცვის, დახმარების აღმოჩენის წესი და პირობები და ა.შ. 2016-17 წლებში დაგაგმილია სხვა მნიშვნელოვანი ევროპული რეგულაციების დანერგვაც, მაგალითად, სადაზღვევო მოთხოვნები ავიაკომპანიებისათვის, რეგულაცია საჰაერო ტრანსპორტით მგზავრისა და ბარგის გადაყვანა-გადაზიდვებისას ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ, რეგულაცია საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების წარმოების შესახებ (საწარმოთა ფინანსური მდგრადობის მუდმივი შეფასება) და სხვა მრავალი. შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულების შემდგომ, ქვეყანას ექნება ერთიანი საჰაერო სივრცე ევროპასთან და უფრო მაღალი – ევროპული სტანდარტები ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მისი ზედამხედველობის, მგზავრთა უფლებების დაცვის, საავიაციო ბაზარზე დაშვების, ავიასპეციალისტთა კვალიფიკაციის, საჰაერო მოძრაობის ორგანიზების, უშიშროების და სხვა ძირითადი მიმართულებების კუთხით.“ 

 



„დაუყოვნებლივ უნდა გადავადდეს ჯანდაცვის მინისტრის მიერ 520-ე დადგენილების ამოქმედება“

 „დაუყოვნებლივ უნდა გადავადდეს ჯანდაცვის მინისტრის მიერ 520-ე დადგენილების ამოქმედება“
access_time2019-11-19 14:34:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „დაუყოვნებლივ უნდა გადავადდეს ჯანდაცვის მინისტრის მიერ 520-ე დადგენილების ამოქმედება ( ამოქმედება 21 ნოემბრიდან) , რადგან ის დიდი ალბათობით ქმნის რისკს დაკავშირებულს პაციენტის უფლებასთან მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობა. - როგორც ჯანდაცვის კომიტეტის წევრი , ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების გარშემო შექმნილ ვითარების...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებს ახალი ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებს ახალი ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი წარუდგინა
access_time2019-11-19 13:30:10
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) შეხვედრას ახალ ბიზნესომბუდსმენთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი გახარიამ ასოციაციის წევრებს წარუდგინა ახალი ბიზნესომბუდსმენი, მიხეილ დაუშვილი, რის შემდეგაც ისაუბრა ბიზნეს გარემოს განვითარების და დაცულობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საქართველოს სტაბილური წინსვლისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნეს გარემო, სადაც ბიზნესმენები და ინვესტორები თავს დაცულად იგრძნობენ. მიხეილ დაუშვილმა მადლობა გადაუხადა პრემიერს წარდგენისთვის,...

კომერციულ ბანკებში დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა

კომერციულ ბანკებში დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა
access_time2019-11-19 14:20:50
კომერციულ ბანკებში ეროვნული ვალუტის ღირებულება 3 ლარს აჭარბებს.დღევანდელი მონაცემებით, TBC ბანკის ვალუტის გაცვლის სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.0030 ლარია, საქართველოს ბანკში კი ერთი დოლარის ფასი ამ დროისათვის 3,0020 ლარი. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, დოლარის ფასი 2.9736 ლარია. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გუშინ 0.13 თეთრით...

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა
access_time2019-11-19 13:24:14
საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება გამოიცა.ახალი სტანდარტის ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმებოდა. თუმცა, ბიზნესგაერთიანებები დადგენილების გადავადებას ითხოვდნენ. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ „ევრო 5“-ის ამოქმედების შემდეგ, საწვავის მიწოდებას საქართველოში აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებდა და დიზელის შემოტანა მხოლოდ რუსეთიდან იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან,...

კახა ოქრიაშვილის ინიციატივა მთავრობას-„ბიზნესომბუდსმენი პრემიერს ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ“

კახა ოქრიაშვილის ინიციატივა მთავრობას-„ბიზნესომბუდსმენი  პრემიერს  ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ“
access_time2019-11-19 12:54:38
ბიზნესმენი და  დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ინიციატივით გამოდის და  აცხადებს, რომ ბიზნესომბუდსმენი  პრემიერს  ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ, რის შემდეგაც  შერჩეული კანდიდატის  აღნიშნულ პოსტზე დაამტკიცება მოხდება. „ბიზნესომბუდსმენი არ უნდა იყოს პრემიერის დანიშნული, ან შეიძლება იყოს, მაგრამ აუცილებელია კანდრიდატურები ბიზნესასოციაციებმა მიაწოდონ. იმედი მაქვს, რომ ახალი კადრი იქნება ბიზნესისა და სამართლიანობის დამცავი....


მსგავსი სიახლეები

up