რას ნიშნავს არტიზანობა და რა ქმნის ამ კონცეფციას სახაჭაპურეში, ამ თემაზე, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ გასტრონავტის კრეატიული დირექტორმა ლალი პაპაშვილმა ისაუბრა, მისი თქმით სახაჭაპურეს „გუნდა“ კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ ხაჭაპური ხორბლიდან ხაჭაპურამდე მთლიანად ქართულია.
„ჩვენ გვაქვს არჩეული კონცეფცია ხორბლიდან ხაჭაპურამდე , რაც ნიშნავს იმას, რომ ქართული ენდემური ხორბალი, შემდეგ ცომის ზელის პროცესი არის ქართული, მინიმუმ 12 საათი სჭირდება ამ პროცესს, ნელი ფერმენტაცია სჭირდება და ეს ქმნის ამ კონცეფციას. შემდეგ ღუმელი რომელიც გვაქვს გუნდაში ეს არის არტიზანული ღუმელი და საბოლოო ხიბლი არის ამ ღუმელში და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი იყიდება საინტერესო სივრცეში, სივრცე არის ამის ნაწილი, გარემოც არის არტიზანული ტიპის თბილისური გარემო და სწორი კომუნიკაცია. პროცესი არის ცოცხალი და მარცვლიდან ხაჭაპურამდე სრული პროცესის შესახებ ვუყვებით ჩვენ მომხმარებელს, ჩვენმა პერსონალმა ეს ძალიან კარგად იცის, შესაბამისად ეს ყველაფერი მომხმარებლამდე ზედაპირულად არ მიაქვთ.
თავიდან რომ გავხსენით ეს სახაჭაპურე ვთქვით რომ მარტო ისტორია არ უნდა იყოს და გემოც უნდა იყოს განსაკუთრებული. როდესაც მე თვითონ ვზივარ გუნდაში და მომხმარებლის განწყობებს ვაკვირდები, ვხედავ განწყობას და ძალიან კარგი შეფასებები მესმის“, - აღნიშნა ლალი პაპაშვილმა.
თაკო კვაჭანტირაძე