„Gulf Georgia“  „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს

„Gulf Georgia“ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს

access_time2019-08-19 14:30:32

“კომერსანტის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელიც ამავდროულად  „Gulf Georgia“-ს  უმსხვილესი აქციონერია, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს.


როგორც “კომერსანტს“ წყარომ განუცხადა მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „Gulf“-ი „ვისოლის“ რამდენიმე ავტოგასამართი სადგურების შეძენით იყო დაინტერესებული, ამჟამად კი მოლაპარაკებები მთლიანად „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვაზე მიმდინარეობს. 


აღნიშნული ინფორმაციას როგორც “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაში”, ასევე „Gulf Georgia“-ში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ. თუმცა, როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ  „ვისოლ ჯგუფი“ იყიდებოდა და მის ყიდვას რუსული „როსნეფტი“ აპირებდა. ეს მოსაზრება  „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ მენეჯმენტი სამომავლოდ გამსხვილებას არ გამორიცხავდა.

 

„არ ვადასტურებთ, რომ ეს კომპანია იყიდება. ზოგადად, ჩვენი ხედვა საშუალოვადიან პერსპექტივაში არის შემდეგი: ნავთობპროდუქტების საცალო ვაჭრობის სეგმენტში გვინდა ბიზნესის გამსხვილება და თეორიულად ვაპირებთ საქართველოში მოქმედ მცირე თუ მსხვილ სუბიექტთან გაერთიანებას. როცა ეს მოხდება, ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც საზოგადოებას საქმის კურსში ჩააყენებს. ზოგადად, გამსხვილება და ბიზნესების გაერთიანება ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში არის ბიზნესის განვითარების ჩვეულებრივი პრაქტიკა და არა მგონია, ჩვენ ვიყოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ვინმეს ეს არ ესმოდეს და ეს საკითხი დამატებით ახსნა-განმარტებას საჭიროებდეს“, – განმარტავდა სოსო ფხაკაძე მაისში.




მოხდება თუ არა ორი უმსხვილესი ნავთობკომპანიის გაერთიანება ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ, მანამდე კი გეტყვით, 2017 წელს Gulf სა და ვისოლს შორის ბიზნესგარიგება შედგა. 2017 წლის 19 მაისს “ვისოლ” ჯგუფმა ძირითადი საქმიანობიდან გამოყო საავიაციო საწვავის ოპერაციები და დააფუძნა ახალი იურიდიული პირი, შპს “აირ ვისოლი”. 2017 წლის 15 სექტემბერს კი ჯგუფმა შპს „აირ ვისოლში“ 100%-იანი წილი Gulf-ს მიჰყიდა. კომპანიამ ამ ტრანზაქციით 50.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.


 შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ საქართველოში „გალფის“ ბრენდის 140 ბენზნინგასამართ სადგურს ფლობს. კომპანიამ საქმიანობა 2010 წელს დაიწყო. შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ დირექტორი საქართველოს მოქალაქე გიორგი დევაძეა, კომპანიის 100%-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული Energy Investment Venture Holdings ფლობს, რომლის აქციების უმსხვილესი პაკეტის მფლობელი  დავით იაკობაშვილია.

 

2015 წელს ნატა ძველიშვილის და თაზო კუპრეიშვილის მიერ მომზადებული კვლევაში „რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში“ ვკითხულობთ, რომ როდესაც „როსნეფტმა“ დავით იაკობაშვილისგან „პეტროკას ენერჯი ლიმითედის“ 49%-იანი წილი შეიძინა, განცხადებაში აღნიშნა, რომ ნავთობტერმინალის გარდა, „პეტროკასი“ საქართველოში 140 ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურს ფლობდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე, 26 ნოემბერს „გალფმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია: „ცნობილმა ბიზნესმენმა და ფილანტროპმა, ბატონმა დავით იაკობაშვილმა, რომელიც კომპანია ,,გალფის“ უმსხვილესი აქციონერია, ბოლო პერიოდში თავისი აქციათა პაკეტი კიდევ უფრო გაზარდა.


რაც შეეხება „ვისოლს“ „ვისოლ ჯგუფის“ ისტორია “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” განვითარებით დაიწყო. “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. კომპანიის მფლობელობაშია სამი სახმელეთო ნავთობტერმინალი, რომელთაგან სამტრედიაში არსებული ტერმინალი ყველაზე დიდი სახმელეთო ნავთობბაზაა საქართველოში.  


ბაჩო ადამია

 




ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up