ალკოჰოლის მწარმოებელი ბრიტანელი კომპანია Diageo რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტს აჩერებს. ამის შესახებ Reuters წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი უკრაინაში რუსეთის შეჭრა გახდა. „ჩვენი პრიორიტეტი უკრაინასა და რეგიონში ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაა“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
Diageo ალკოჰოლის ისეთ ცნობილ და პოპულარულ ბრენდებს აწარმოებს, როგორებიცაა: Smirnoff, Guinness, Johnnie Walker, Captain Morgan და White Horse. კომპანიის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ მათ მიერ წარმოებული სასმელი 700 ათასზე მეტ რუსულ მაღაზიაში, 19 ათას ბარსა და რესტორანში იყიდებოდა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთში მუშაობაზე უკვე არაერთმა კომპანიამ თქვა უარი. მათ შორის არიან BMW, Aplle-ი, H&M-ი და IKEA. რუსეთში თავისი წარმოების ფილმების ჩვენებაზე ჰოლივუდის კინოსტუდიებმაც თქვეს.
imedinews.ge