Guggenheim Investments:  ბიტკოინის კურსი 400 000 დოლარამდე გაიზრდება

Guggenheim Investments: ბიტკოინის კურსი 400 000 დოლარამდე გაიზრდება

access_time2021-01-06 19:00:01

2021 წელი ბიტკოინის არნახული ზრდით დაიწყო. 2020 წლის დეკემბრიდან მთავარი კრიპტოვალუტის კურსი 14 000 დოლარით დასრულდა, ხოლო გასული წლის მანძილზე თითქმის 5-ჯერ გაიზარდა.


იანვრის პირველ დღეებში ბიტკოინის კურსმა 34 100 დოლარს მიაღწია, შემდეგ 12% დაკარგა, მაგრამ მალევე ზრდა განაახლა. ექსპერტების აზრით, ამის მიზეზებია ბიტკოინისადმი მსოფლიოს ცენტრალური ბანკების და მსხვილი საინვესტიციო ფონდების მხრიდან ინტერესი.


ბიტკოინის ისტორიაში ასეთი გიჟური ზრდის და ასეთივე მასშტაბური ვარდნის, არაერთი შემთხვევა იყო. მაგალითად, 2009 წლის იანვარში კრიპტოვალუტა 0, 00076 დოლარი ღირდა, ხოლო სექტემბერში - უკვე 50 ცენტი. 2013 წლის ნოემბრისთვის ბიტკოინის კურსი 1200 დოლარამდე გაიზარდა, შემდეგ მკვეთრად დაეცა და 2014-2015 წლებში 300-ს არ აღემატებოდა.


2017 წელს ბიტკოინმა 1247-დან 20 000 დოლარამდე გზა 9 თვეში გაიარა, ხოლო 2018-ში 3 242-მდე ჩამოიშალა.


2020 წელი ბიტკოინისთვის კურსის ვარდნით და საყოველთაო სკეპტიციზმით დაიწყო, თუმცა, ის არათუ გადარჩა არამედ წარმოუდგენლად გაიზარდა და ამაში დიდი წვლილი პანდემიას მიუძღვის.


სწორედ კორონავირუსის მიერ გამოწვეული ფინანსური და ეკონომიკური არასტაბილურობის და გაურკვევლობის პირობებში, ბიტკოინის, როგორც დამცავი აქტივის, პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ მაისში მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ინვესტორმა პოლ ტიუდორ ჯონსმა განაცხადა, რომ თავისი აქტივების 2% ბიტკოინებში გადაიტანა.



„მთავრობები მეტს ხარჯავენ, ვიდრე შოულობენ და ეს ტრადიციული ვალუტების შესუსტებას იწვევს, შესაბამისად, მათში ინვესტირებას აზრი არა აქვს. ამიტომაც უკეთესია ფულის ჩადება კრიპტოვალუტებში“ - განაცხადა მან.


გარდა ამისა, წინა წლებში რეგულატორების მხრიდან სკეპტიკური დამოკიდებულების შემდეგ, 2020 წელს რამდენიმე მოწინავე ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტისადმი ინტერესი გამოიჩინა. მაგალითად, ჩინეთში ციფრული იუანის პროექტზე უკვე მუშაობენ, ვირტუალური რუბლის შექმნის სურვილზე რუსეთშიც ალაპარაკდნენ. ამან ინტერესი უკვე არსებული კრიპტოვალუტებისადმი კიდევ უფრო გაზარდა.


კიდევ ერთი ფაქტორი ბიტკოინის სასარგებლოდ არის მისდამი ინტერესის ზრდა მსხვილი კორპორაციების მხრიდან. მაგალითად, საგადამხდელო სისტემა Square-მ, რომლესაც ხელმძღვანელობს კრიპტოვალუტების დიდი ხნის თაყვანისმცემელი, Twitter-ის დამაარსებელი ჯეკ დორსი, თავისი აქტივებს 1% , ანუ, 50 მლნ. დოლარი, ბიტკოინებში გადაიყვანა.


კრიპტოვალუტაში თავისი აქტივების 2,5% ბრიტანულმა ინვესტფონდმა Ruffer –მაც ჩადო. ეს დიდი თანხაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი აქტივების მოცულობა 27 მლრდ. დოლარია.


კრიპტოვალუტებთან მუშაობას ასევე საგადამხდელო სისტემა PayPal გეგმავს.


ბიტკოინის მომავალთან დაკავშირებით ექსპერტების აზრები გაიყო, მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ზრდა არაბუნებრივია, შესაბამისად, სულ მალე უკუპროცესი დაიწყება და ბიტკოინი 3-4-ჯერ გაიაფდება. მათი აზრით, ბიტკოინი კარგ დამცავ აქტივად ვერ ჩაითვლება მისი კურსის მუდმივი მერყეობის გამო. კრიპტოვალუტას პერსპექტივა ნამდვილად აქვს, მაგრამ ის საიმედო აქტივი მხოლოდ გადახდის და ინვესტიციების საშუალების ფუნქციის შეძენის შემდეგ გახდება.


თუმცა, Bloomberg Intelligence ექსპერტი მაიკლ მაკგლოუნი მიიჩნევს, რომ 2021 წელს ბიტკოინის კურსი ზრდას განაგრძობს და წლის პირველ ნახევარში შესაძლოა 50 000 დოლარამდე გაძვირდეს.


JPMorgan-ის ექსპერტები თვლიან, რომ, არა 2021-ში, მაგრამ მომდევნო წლებში ბიტკოინის კურსი 146 000 დოლარს მიაღწევს, ხოლო Guggenheim Investments-ის დირექტორის სკოტ მეინარდის აზრით, საბოლოო ჯამში ბიტკოინი 400 000 დოლარამდე გაიზრდება.


lenta.ru

თენგიზ აბლოთია



თეგები:
ბიტკოინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up