გუგა სიხარულიძის პერსონალური ბლოგი: მოუყევით თქვენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება განკურნებადია

გუგა სიხარულიძის პერსონალური ბლოგი: მოუყევით თქვენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება განკურნებადია

access_time2018-10-12 19:00:11


აზარტული თამაშების ისტორია ჯერ კიდევ პალეოლითის ეპიქიდან იღებს სათავეს. პირველი ხელნაწერი წყაროები მის შესახებ ძვ.წ.აღ 3000 წლით თარიღდება. სათამაშო სახლები ჩნდება ჩვ.წ.აღ პირველ საუკუნეში, ჯერ კიდევ ჩინეთში. მე-9 - მე-10 საუკუნეებში ჩნდება ლოტო, დომინო და ბანქო. პირველი კაზინო იხსნება იტალიაში, კერძოდ, ვენეციაში მე-17 საუკუნეში.


ზემოთ მოყვანილი ისტორიული რაკურსი აჩვენებს ადამიანების ლტოლვას აზარტული თამაშების მიმართ. ჩნდება კითხვა - რატომ არის აღნიშნული პრობლემა უფრო აქტუალური დღეს ვიდრე მაშინ?


კითხვაზე პასუხი არ არის მარტივი, თუმცა გარკვეული ანალიზი საშუალებას მოგვცემს, აზარტული თამაშების მიერ კაცობრიობისათვის მიყენებული ზიანის ეპოქალური განსხვავებები დავინახოთ. პასუხი შეიძლება იყო დღევანდელი ტექნოლოგიები და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც უფრო ხელმისაწვდომს ხდის სათამაშო დაწესებულებებს როგორც რეალურ, ისე კიბერ სივრცეში. შესაბამისად, მკვეთრად არის გაზრდილი იმ ადამიანების პროცენტული რაოდენობა ზოგად მოსახლეობასთან მიმართებაში, ვინც ერთხელ მაინც არის ნამყოფი „სათამაშო“ სივრცეში. შესაბამისად, გაიზარდა ლუდომანიით დაავადებული ადამიანების ხვედრითი წილი.


ნიშნავს, თუ არა ერთხელ „თამაში“ დამოკიდებულებას? მარტივი პასუხი შეიძლება იყო „არა“, თუმცა ... ეს არის ის წერტილი, საიდანაც შეიძლება იწყებოდეს იმ ჭაობისკენ სვლა, რომელსაც ლუდომანია ჰქვია. და მაინც, როგორ იწყება ეს ყველაფერი? ადამიანი პირველად მიდის „სათამაშო დაწესებულებაში“ გართობის, დასვენების ან ფული მოგების მიზნით. მიუხედავად იმისა, მოიგებს თუ წააგებს ფულს, ირთვება უფრო მეტის მოგების ან წაგებული ზარალის ანაზღაურების ფსიქოლოგიური მექანიზმი, რაც შემდგომ უბიძგებს იმისაკენ, რომ კიდევ ითამაშოს. და ასე შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ არ „მიუკაკუნებს“ ლუდომანიის კარს. როგორც ცნობილია, დაავადების პირველ ეტაპზე ადამიანები ხშირად ცდილობენ ამოხსნან მოგების საიდუმლო, იპოვონ წარმატების ფორმულა. თუმცა, აღნიშნულის მიღწევა თეორიულადაც კი შეუძლებელია, რადგან სათამაშო ბიზნესს აღნიშნული რისკები თითქმის ნულამდე აქვს დაყვანილი. ამას ასევე ხელს უწყობს ისიც, რომ შემთხვევითი თუ „ლოგიკური“ მოგების შემთხვევაში ადამიანი ისევ უბრუნდება თამაშს და ისევ კარგავს მოგებულ თანხას. შემდეგ ეტაპზე უკვე ჩნდება თამაშის დაუოკებელი მოთხოვნილება, რომელსაც ხშირად ამართლებენ სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად, თანხის ამოღების სურვილით, ვალების გასტუმრების მიზეზით, ან „ეს ბოლოა, ერთხელ მოვიგებ და დავანებებ თავს“. თუმცა, თამაშს დასასრული არ უჩანს.


და მაინც, არის თუ არა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება მხოლოდ ფსიქიკური ან მხოლოდ სოციალურ-ეკონომიური პრობლემა? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია, ის ორივეა, რადგან ფსიქიკური და სოციალურ-ეკონომიური პრობლემები ამ შემთხვევაშიც ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და ქმნიან ე.წ „მანკიერი წრის“ ეფექტს და იწვევენ პრობლემების კიდევ უფრო გაღრმავებას.


გემბლინგს ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს - კერძოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რაც აზარტული თამაშების მიმართ ავადმყოფურ ლტოლვას იწვევს. ეს ყველაფერი მოქმედებს თამაშდამოკიდებულის მეხსიერებაზე, გადაწყვეტილების მიღების უნარზე და იგივე თვისებები უჩნდება, რაც ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანს. ნივთიერებაზე დამოკიდებულებისგან განსხვავებით, აზარტული თამაშებით გატაცება ვერ დგინდება ლაბორატორიული ტესტებით, მოთამაშეები კი ძირითადად არ აღიარებენ ამ გატაცებას.


ქვემოთ მოვიყვანთ იმ ფაქტებს და სტატისტიკურ მონაცემებს, თუ რას იწვევს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება:


• მსოფლიოში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა 90%-ს აქვს პრობლემები ოჯახში, მეუღლესთან ან მშობლებთან.
• იმის გარდა, რომ აზარტული თამაშის მოყვარულებიდან ყოველი მეხუთე ცდილობს თვითმკვლელობას, ამ რისკის ქვეშ მათი პარტნიორებიც არიან - ყოველი მეორე ცდილობს თავის მოკვლას.
• მაშინ, როდესაც ზოგადად, განქორწინების სტატისტიკაა 38%-ია, აზარტულ მოთამაშეებში, ეს მაჩვენებლი 50%-ს უტოლდება.
• ამერიკის ეროვნული კვლევითი საბჭოს სტატისტიკის მიხედვით, აზარტული მოთამაშეების შვილების 10-17% და მეუღლეების 25-50% ყოფილა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი.
• აზარტულ მოთამაშეთა შვილებს უფრო დიდი ალბათობით უვითარდებათ ისეთი დამოკიდებულებები, როგორიცაა თამბაქოსა და მავნე ნივთიერებების მოხმარება, გემბლინგი და ა.შ.
• სამსახურის ხშირი გაცდენა, კოლეგებთან ურთიერთობის პრობლემები, ვალები და ა.შ. საბოლოო ჯამში სამსახურის დაკარგვას იწვევს. აზარტულ მოთამაშეთა მხოლოდ 20% ახერხებს, რომ შეინარჩუნოს სამსახური და, ამავდროულად, მუდმივად ითამაშოს.
• ფინანსური გაკოტრება გარდაუვალია. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანები უკიდურეს ზომებს მიმართავენ საჭირო თანხის საშოვნელად. მოთამაშეთა ერთ მესამედზე მეტი ამის გამო ქურდობს კიდეც.
• ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატისტიკის მიხედვით, აზარტულ მოთამაშეთა 50% ჩადის დანაშაულს, რომლის 2/3 პირდაპირ უკავშირდება გემბლინგს.
• აზარტული თამაშების მანკიერ წრეში ჩართულ ადამიანებს ერღვევათ ფსიქიკური წონასწორობა, რასაც მძიმე შედეგებამდე მიჰყავს როგორც მოთამაშეები, ისე მათი ოჯახის წევრები.
• პრობლემური გემბლინგის ეროვნული საბჭოს მიხედვით, მოთამაშეთა დაახლოებით 76%-ს აქვს დეპრესიული აშლილობა.
• ერთ-ერთი ავსტრალიური კვლევის მიხედვით, სუიციდური პაციენტების ერთ მეხუთედს ჰქონდა გემბლინგის პრობლემები.
• შემაშფოთებლად იზრდება თვითმკვლელობების რიცხვი იმ ქალაქებში, სადაც სათამაშო ცენტრები იხსნება. ამერიკის სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, თვითმკვლელობების რიცხვი 200-დან 1000 პროცენტამდე იზრდება.
• ლას-ვეგასში ამერიკის მასშტაბით ყველაზე მაღალია სუიციდის მაჩვენებელი.
• პათოლოგიური აზარტული მოთამაშეებიდან ყოველ მეხუთეს თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონია, რაც აღემატება ნებისმიერი ფსიქიკური დაავადებების გამო გამოწვეულ სუიციდის მცდელობებს.



ლუდომანიით გამოწვეული შედეგების შემდეგ საინტერესო იქნება განვიხილოთ, რა ფაქტორები წარმოადგენენ მაპროვოცირებელ მიზეზებს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში:


 მანკიერი წრე - პირველი-მეორე თამაშის შემდეგ მოთამაშე იგებს ან აგებს, თუმცა ორივე შემთხვევაში დიდია განმეორებით თამაშის ალბათობა - მოგების შემთხვევაში მოთამაშეს კვლავ სურს, განიცადოს ადრენალინის მოზღვავება; წაგების შემთხვევაში კი - დაკარგული თანხის დაბრუნების სურვილი ამოძრავებს.
 მოწყენილობა, მარტოობის განცდა ან იმედგაცრუება - აზარტული თამაშები ასეთ დროს შესაძლოა, ყურადღების გადატანის, გართობის კარგ საშუალებად აღიქმებოდეს.
 ფინანსური პრობლემები - ვალი ან დაბალი შემოსავალი - ხშირად ადამიანებს აზარტული თამაში წარმოუდგენიათ, როგორც სწრაფად და მარტივად გამდიდრების საშუალება.
 ტრავმული გამოცდილება - ტრავმა ყველა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს და მასთან გამკლავების გზებიც ყველასთვის სხვადასხვაა. ტრავმისა და პოსტ-ტრავმული სტრესის დროს სხვადასხვა დამოკიდებულებების გაჩენა, მათ შორის, აზარტული თამაშებით გატაცება ძალიან ხშირი და გავრცელებული მოვლენაა.


რატომ არის ჩვენი ქვეყნისთვის მომატებული რისკი აზარტული თამაშები?


ალბათ ბევრი ფაქტორის გამო, რომელთა შორის პირველ რიგში უნდა გამოვყოთ მომატებული სტრესი (გადატანილი ომები, ლტოლვილობა, უმუშევრობა, ოჯახური კონფლიქტები და ა.შ.) და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. სტრესი, როგორც მიზეზი და შემდგომ შედეგი აზარტული თამაშების დროს, როგორც მანკიერი წრის ერთ-ერთი რგოლი და მატერიალური სიდუხჭირე, რომელიც ადამიანებს უბიძგებს იოლი გამდიდრებისკენ. ასევე, როგორც საქართველოში სამხედრო ფსიქიკური ჯანმრთელობის თანამედროვე სერვისების ავტორმა და დამფუძნებელმა, მინდა, გავაზიარო ჩემი გამოცდილება და აღვნიშნო, რომ სამხედრო მოსამსახურეები ხშირად წარმოადგენენ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს. რადგან ცდუნება დიდია - პირველი ხელფასი (რომელიც საკმაოდ სოლიდურია ამ ასაკობრივ და სოციალურ კატეგორიაში) ხშირად უბიძგებს მათ იმისაკენ, რომ თავს უფლება მისცენ, ითამაშონ და „სიამოვნებისათვის“ გაიღონ მათი შემოსავლის ნაწილი. ამავე კონტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანები აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებით არიან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი მტრის სპეცსამსახურებისათვის.


როგორ უნდა შევამციროთ რისკები ?


საკანონმდებლო რეგულაციები ყველა მიმართულებით (რეკლამა, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა, ასაკობრივი შეზღუდვები, ზოგიერთი პროფესიებისა და ზოგიერთ დაწესებულებაში მომუშავე ადამიანებისათვის რეგულაციების დაწესება, კიბერ სივრცეში სპეციალური ღონისძიებები), მასობრივი საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტები, სამიზნე ჯგუფებში (მაღალ მოწყვლადი ჯგუფები) განსხვავებული ლუდომანიის პრევენციის პროგრამების დანერგვა.


და ბოლოს, კითხვა და პასუხი მათთვის და მათი ოჯახის წევრებისათვის ვისაც უკვე აქვს აღნიშნული პრობლემა.
იკურნება თუ არა ლუდომანია? რამდენად მაღალია განკურნების ალბათობა? რა არის საჭირო ამისათვის? ვისი კომპეტენციაა აღნიშნული ადამიანების მკურნალობა?


მიუხედავად პრობლემის სერიოზულობისა და მისი ქრონიკული მიმდინარეობისა, ლუდომანია განკურნებადია!!! განკურნების ალბათობა დამოკიდებულია ბევ ფაქტორზე, როგორიცაა: გემბლინგით დაავადებული ადამიანის მოტივაცია, პრობლემის გააზრება და მზაობა, გააკეთოს ყველაფერი მის დასაძლევად. ასევე ის ფსიქო-სოციალური ფაქტორები, რომლებიც ახლავს ლუდომანიით დაავადებულ ადამიანს. აუცილებელია მდგომარეობის კომპლექსური შეფასება (სწორი დიაგნოსტიკა, თანმხლები ფსიქიკური დაავადებების სწორი იდენტიფიკაცია), სამკურნალო თუ რეაბილიტაციური ღონისძიებების ინდივიდუალური დაგეგმვა, ხშირად ორი ან მეტი სპეციალობის ადამიანის ჩართულობა (ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, არტ-თერაპევტი, სოციალური მუშაკი). მკურნალობა-რეაბილიტაცია, როგორც წესი არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რადგან ქცევითი პატერნის მსხვრევა მოითხოვს მდგომარეობის ხანგრძლივ სტაბილიზაციას და შედეგის გამყარებას.


ასე რომ, მოუყევით თქვენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს რომ პრობლემა მოგვარებადია, დაავადება განკურნებადი, მიეცით მათ მოტივაცია, მომავლის იმედი, ეს მათთვის კეთილდღეობის გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯია.


გუგა სიხარულიძე
ფსიქიატრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი






საერთაშორისო განჭვირვალობა - საქართველო: სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებაა მოსალოდნელი

 საერთაშორისო განჭვირვალობა - საქართველო: სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად  ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებაა მოსალოდნელი
person access_time2018-10-18 14:00:00
  2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებაა მოსალოდნელი - 4.5%-მდე. —  აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა  — საქართველო" მიერ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შეფასებებში. არასამართვარობო ორგანიზაცია ხელისუფლებას რეკომენდაციებითაც...

ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, სამშენებლო სექტორი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოზიდვაზე გადაერთვება

ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, სამშენებლო სექტორი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოზიდვაზე გადაერთვება
person access_time2018-10-18 09:00:00
1-ლი ნოემბრიდან სესხის აღების ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რომელიც ექსპერტთა შეფასებით სამშენებლო სექტორს მნიშვნელოვნად დააზარალებს. სებ-ის გადაწყვეტილებით, ადამიანს, თუ ერთი საცხოვრებელი აქვს მას იპოთეკით ვეღარ დატვირთავს, და მეორიც, რომ ჰქონდეს სესხს მაინც ვეღარ აიღებს, თუ შემოსავალი რეგისტრირებული არ აქვს. თუმცა, რეგისტრირებული რომც ჰქონდეთ შემოსავალი, ახლა უფრო ნაკლები თანხის სესხებას შეძლებს, რადგან ბანკებს სესხის ფორმულა ეცვლებათ. თუ აქამდე კლიენტს სესხის დასაფარად...

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი: აშშ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი სახელმწიფოა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი: აშშ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი სახელმწიფოა
person access_time2018-10-17 17:06:56
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) თანახმად, აშშ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიან სახელმწიფოს წარმოადგენს. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 140 ქვეყანას აერთიანებს, სადაც აშშ-მა 100 ქულიდან 85,6 მიიღო. კვლევა 98 ინდიკატორს ემყარებოდა, როგორებიცაა სამუშაო ძალა, თავისუფალი მედია, მშრომელთა უფლებები და სხვ. რეიტინგში მეორე-მესამე პოზიციები სინგაპურმა (საჯაროობა) და გერმანიამ (მაკროეკონომიკური სტაბილურობა) დაიკავეს. განვითარებად...

„აშშ-ის ეკონომიკა ტიტანიკს მაგონებს - წინ ჩქარა მიიწევს, თუმცა აისბერგი ახლოსაა“

„აშშ-ის ეკონომიკა ტიტანიკს მაგონებს - წინ ჩქარა მიიწევს, თუმცა აისბერგი ახლოსაა“
person access_time2018-10-17 21:00:00
საფინანსო სერვისების კომპანიის, Guggenheim Partners-ის საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელის, სკოტ მაინერდის განცხადებით, აშშ-ის ეკონომიკა სრული ძალებით ვითარდება, თუმცა აღნიშნული ექსპანსია 2020 წლისთვის შეჩერდება. აღნიშნულთან დაკავშირებით მაინერდმა პოსტი საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა: „როგორც სიბნელეში მყოფი და მთელი სიჩქარით მიმავალი ტიტანიკი შეასკდა აისბერგს, ისეთივე ბედს გაიზიარებს აშშ 2020 წლისთვის, აღნიშნა მან. აღსანიშნავია,...

ვახტანგ ჭარაია: „ლარის გაუფასურება ადგილობრივი ბიზნესისთვის ერთგვარი სტიმულიცაა“

ვახტანგ ჭარაია: „ლარის გაუფასურება ადგილობრივი ბიზნესისთვის ერთგვარი სტიმულიცაა“
person access_time2018-10-18 13:00:02
“ლარის გაუფასურება ადგილობრივი ბიზნესისთვის ერთგვარი სტიმულიცაა,“ --ასე აფასებს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია ბოლო პერიოდში ლარის მკვეთრ გაუფასურებას. მისი განმარტებით, ლარის გაუფასურება ყველაზე მეტად იმპორტიორებს დააზარალებს. ჭარაიას განცხადებით, ცალსახად იმის თქმა, რომ ლარის გაუფასურება მაინც და მაინც დახურავს რომელიმე ბიზნესს, სწორი არ არის. პირიქით, ადგილობრივი წარმოებისთვის ლარის გაუფასურება ნიშნავს...


მსგავსი სიახლეები

up