GUFruit: ქართული ვაშლის გაყიდვა შიდა ბაზარზე უფრო მომგებიანია

GUFruit: ქართული ვაშლის გაყიდვა შიდა ბაზარზე უფრო მომგებიანია

access_time2020-11-07 15:00:32

იმის მიუხედავად, რომ წელს საქართველოში ვაშლის რეკორდულ მოსავალს ელიან, ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი GUFruit ექსპორტზე ნაკლებად ფიქრობს და ძირითადად შიდა ბაზარზეა ორიენტირებული - წერს საიტი EastFruit.


„წელს ჩვენ მოსავალს 1000-1100 ტონის ფარგლებში ველოდებით. ჩვენ 33 ჰექტარის ვაშლი ბაღები გვაქვს, და უკვე აკრეფილია 950 ტონა. დასაწყისში მოსავალს ჩვენს მიერ ნაქირავებ Socar-ის მაცივრებში ვინახავთ, შემდგომ კი რეალიზაციაზე ვაგზავნით. სადღეისოდ ჩვენთვის ადგილობრივი ბაზარი ექსპორტზე მომგებიანია. ამ დროისთვის ექსპორტზე, ძირითადად რუსეთში მხოლოდ 80 ტონა გავაგზავნეთ. ისე კი, დღეს ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება ნაკლები ვაშლი გავყიდოთ და სეზონის მეორე ნახევარს ველოდებით, როდესაც ფასები ტრადიციულად იზრდება“ - განაცხადა კომპანიის დირექტორმა ილია მიშჩენკომ.


მისი თქმით, ორიენტაცია ადგილობრივ ბაზარზე სავსებით ლოგიკურია, რადგანაც ხარისხიანი ვაშლი საკმაოდ კარგ ფასში იყიდება, თუმცა, მოთხოვნაზე პანდემია მოქმედებს- როგორც უარყოფითად, ასევე დადებითაც.


„უარყოფითი ისაა, რომ მომხმარებელი გაცილებით უფრო ფრთხილი გახდა და ისეთი ხილს ყიდულობს, რომლიც შენახვაც უფრო დიდი ხნის მანძილზე შეიძლება. დადებითი კი ვაშლის იმპორტის შეწყვეტაა - ამ დროს, როგორც წესი, დიდი რაოდენობით ირანული პროდუქტი შემოდიოდა, რაც ფასების კლებას იწვევდა. სავარაუდოდ, ამ სეზონზე იმპორტი საერთოდ არ იქნება და ქართველი მწარმოებლებისთვის ეს ძალიან ხელსაყრელია. განსაკუთრებით, იმათთვის, ვისაც დიდი ხნით შენახვა შეუძლია. გაზაფხულზე მოთხოვნა, და მასთან ერთად ფასიც, მნიშვნელოვნად გაიზრდება.


მიშჩენკოს თქმით, უახლოეს წლებში მოსავალში მაღალხარისხიანი ვაშლის წილი გაიზრდება, ძირითადად, ახალი ბაღების ხარჯზე. ასევე განვითარებას სამაცივრო ინფრასტრუქტურა განაგრძობს.



დადებით როლს ასევე სახელმწიფო ასრულებს, რომელიც ვაშლის მწარმოებელთა მხარდაჭერის პროგრამას ახორციელებს.


„თუ ეს მიდგომა გაგრძელდა, ახალი ბაღების და მაცივრების რაოდენობა გაიზრდება, შესაბამისად, ბევრი მწარმოებელი მოსავლის შენახვას შეძლებს. შედეგად არაა გამორიცხული რომ ვაშლის მწარმოებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, რეალიზების პრობლემაც გაჩნდება. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მოსავალი დროის შეზღუდულ მონაკვეთში უნდა გაიყიდოს - მაისში უფრო ბევრი სხვა ხილი შემოდის, და ვაშლისადმი ინტერესი მკვეთრად მცირდება. ასეთი რამ უკრაინაში უკვე მოხვდა - მწარმოებლები ვაშლის გაზაფხულამდე შენახვისთვის მაცივრების მფლობელებს ფულს უხდიდნენ, მერე კი აღმოჩნდა, რომ ამდენი ვაშლი არ იყიდება“ - ამბობს GUFruit-ის დირექტორი.


თუმცა, ასეთ ვითარებას საქართველოში ის არ ელის უფრო ადრე, ვიდრე მინიმუმ 5 წლის შემდეგ.


„როდესაც ეს დღე მოვა, ქართველ მწარმოებლებს წინასწარ მომზადება მოუწევთ - საექსპორტო ბაზრების, რეალიზების ახალი ფორმების მოძიება - მაგალითად, წვენების და ჯემების წარმოება.


ბევრ ფერმებს ვაშლის სწორი მოვლის და ხარისხიანი პროდუქტის მოყვანის სწავლა მოუწევთ. გარდა ამისა, ექსპორტზე გასვლას მარკეტინგული დანახარჯები სჭირდება, ეს კი დამატებითი 50-70 ათასი დოლარია, რაც მომგებიანია მხოლოდ მსხვილი მწარმოებლებისთვის“ - ამბობს მიშჩენკო.


east-fruet.com

თენგიზ აბლოთია

თეგები:
ვაშლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up