“გუდვილის“ ფრანჩაიზით ყაზახეთში „გუდვილი გურმე“ იხსნება

“გუდვილის“ ფრანჩაიზით ყაზახეთში „გუდვილი გურმე“ იხსნება

access_time2022-07-18 12:00:22

„გუდვილი“ ყაზახეთის ბაზარზე შედის. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „გუდვილის“ ქსელის მართვის დირექტორმა ირინე ქოსაშვილმა განაცხადა, შემოდგომაზე, ყაზახეთში “გუდვილის“ ფრანჩაიზით „გუდვილი გურმე“ გაიხსნება. ყაზახურ პარტნიორ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და ამ დროისათვის ობიექტის რემონტი მიმდინარეობს, რათა სავარაუდოდ ოქტომბერში „გუდვილი“ ალმატაში გაიხსნას.


„გუდვილი გურმეს“ ორი ობიექტი წარმატებულად მუშაობს თბილისში და მალე დაემატება მესამე „გუდვილი გურმე“ ბათუმში. აქ არის 60%-ი ფრეშ პროდუქტი წარმოდგენილი, ყოველდღიური მოხმარების საკვები, ჩვენივე წარმოების პროდუქცია. ყაზახეთის „გუდვილი“ იქნება 2 სართული, სადაც პირველ სართულზე საკვები პროდუქტები, ხოლო მეორე სართულზე კაფეტერია, საბავშვო ზონა, და ყველაფერი სახლისთვის განთავსდება“, - განაცხადა ირინე ქოსაშვილმა.


მისი თქმით, ალმატაში „გუდვილი გურმე“ ქალაქის ცენტრში, ცალკე დამოუკიდებელ ობიექტად იქნება წარმოდგენილი და ის მთლიანობაში 700 კვ/მ-ზე გადაიშლება.


„კომერსანტის“ კითხვაზე, რატომ გაკეთდა არჩევანი ყაზახმა პარტნიორმა „გუდვილზე“, კომპანიის ქსელის მართვის დირექტორი პასუხობს, რომ „გუდვილი“ სტაბილური ბრენდია.


„გუდვილი“ არის მართლაც უნიკალური ჰიპერმარკეტების ქსელი. „გუდვილი“ იქაც პოპულარულია, რადგანაც ყაზახეთშიც ბევრი ქართველი ცხოვრობს და საქართველოშიც ბევრი ყაზახი ტურისტი ჩამოდის, რომელიც ადგილზე ხედავს ხედავენ რომ წარმატებული ბრენდია. და როდესაც ფრანჩაიზს ირჩევს ფრანჩაიზერი მას უფრო გამოცდილი ბრენდი უნდა. „გუდვილი“ ამ ბაზარზე უკვე 20 წელია რაც ოპერირებს და ცხადია, რომ მათ ურთიერთობა სტაბილურ ბრენდთან ურჩევნიათ, ვიდრე თავად გახსნან მარკეტი და თავიდან დაიწყონ მუშაობა“, - აცხადებს ქოსაშვილი.



მისი თქმით, ბოლო პერიოდში „გუდვილის“ ფრანჩაიზზე მოთხოვნა გაჩნდა, კომპანიაში წინადადებები შემოდის.


„სტაბილური ბრენდია 20 წლიანი გამოცდილებით, ფრენჩაიზერს ვთავაზობთ დოკუმენტალურად გაწერილ და აღწერილ ყველა ინსტრუქციას ფრენჩაიზბუქის სახით“, - აცხადებს „გუდვილის“ ქსელის მართვის დირექტორი.


კომპანია „გუდვილი“ 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. „გუდვილი“ პროდუქტის ასორტიმენტისა და რეალიზაციის ზრდასთან ერთად საკუთარ წარმოებებსაც აფართოებს. კომპანიის მენეჯერთა მთავარი ამოცანა ინოვაციების, ახალი პროდუქტების, მომხმარებელზე ორიენტირებული პროექტების, ახალი ბიზნეს იდეების შეთავაზებაა. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული პერსონალი მუდამ ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებაზე.


"გუდვილი" პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში, რომელიც საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს კომფორტულ გარემოს, პროდუქციის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს.


"გუდვილი" გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორც-პროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით.


,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, მსურველებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.


დღეისათვის „გუდვილი“ საქართველოში 7 ფილიალითაა წარმოდგენილი და მალე მერვე ფილიალი, ბათუმში, დაემატება.



თეგები:
გუდვილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up