მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ქსნის ციხეში მაღაზიის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ტელეკომპანიის რესპოდენტი იყო ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე, რომელმაც ინტერვიუში განაცხადა:
„მთელი დღეა გვირეკავენ პატიმრები და გვეუბნებიან, რომ ციხე არის ჩაკეტილი და შესვლა შეუძლებელია. ჩვენი ინფორმაციით, კორონა დაუდასტურდა გამყიდველს, რომელიც იქ ყიდის სხვადასხვა პროდუქციას."
„გუდვილი” აცხადებს, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ქსანში მდებარე არც ერთი დაწესებულების (N10 და N15) მაღაზიის თანამშრომლებში covid- 19 არ დაფიქსირებულა!
„გუდვილი” მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება პატიმრების და მათი ოჯახის წევრების შეშფოთება გამოიწვიოს.
(NS)