გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 50 მილიონი ლარი დაიხარჯება (რენდერი, ვიდეო)

გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 50 მილიონი ლარი დაიხარჯება (რენდერი, ვიდეო)

access_time2018-09-03 17:00:00

პროექტ „ახალი ტფილისის“ „მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია გრძელდება. როგორც „კომერსანტს“ „თბილისის განვითარების ფონდში“ განუცხადეს, მიმდინარე სამუშაოები რამდენიმე ეტაპადაა დაყოფილი და მისი განხორციელება დროთა განმავლობაში მიმდინარეობს.


ახოსპირელის 4

 

დღეისთვის, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარეობს:

 

შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები;


მხატვრული და ხის დეტალების დანომვრა, აღრიცხვა და მოხსნა სარესტავრაციოდ;


გამაგრების სამუშაოები სარდაფის და საძირკვლების დონეზე;



ლერმონტოვის 2


სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში სხვადასხვა არქეოლოგიური აღმოჩენების ფონზე პროექტმა ცვლილებები მოითხოვა. ხოლო ამჟამად არქეოლოგების რეკომენტდაციებით პროექტების შეცვლა და არსებულ რეალობაზე მორგება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ყველა კულტურული ძეგლის შენობის მოაჯირი და კარი სარესტავრაციოდაა გადატანილი, ხოლო ნაწილი სამჭედლოშია, საბოლოოდ კი ის თავის ადგილს დაუბრუნდება.



ახოსპირელის I ჩიხი

ახოსპირელის III ჩიხი

 

„როგორც მოსალოდნელი იყო, შენობების სარდაფების გაწმენდის დროს, სარეაბილიტაციო მისამართებზე დაფიქსირდა საკმაოდ მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა და არტეფაქტები.


ისტორიული ნაშთები ძველი ნაგებობების, სათავსოების და ჭურჭლის სახით, შუა საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება.


გამომდინარე აღმოჩენების მნიშვნელოვნებიდან, სამუშაოებში პირველი დღეებიდან ჩართულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, საიდანაც ყოველდღიურ რეჟიმში სარდაფების გასუფთავების სამუშაოებენ ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები.


აღმოჩენების შენარჩუნების აუცილებლობის გამო, „თბილისის განვითარების ფონდის“ მიერ განხორციელდება ცვლილებები საპროექტო დოკუმენტაციაში, რის შედეგადაც აღდგენილი ისტორიული ძეგლები მაქსიმალურად საინტერესო გახდება დამთვალიერებლებისთვის,“ - განუცხადეს „კომერსანტს“ „თბილისის განვითარების ფონდში“.



როგორც „თბილისის განვითარების ფონდში“ აცხადებენ, ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროეტის ფარგლებში სრულ აღდგენას 30-მდე შენობა ექვემდებარება, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი. პირველ ეტაპზე 14 შენობის რესტავაცია მოხდება და მას მომდევნო შენობებიც რიგითობის მიხედვით მიჰყვება.


აბო თბილელის 3


სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც  ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტით ფინანსდება. 


პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 200-მდე ბინათმესაკუთრეს საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები. ასევე, გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება. ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაჩნდება ახალი, ტურისტულად აქტიური ქუჩები, რაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია.

 

შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ  „ახალი ტფილისის“ „მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამი ფარგლებში დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინ უძღოდა მოედნის კონსერვაციის გეგმის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების აღდგენის სამუშაოები 2016-2017 წლებში.

 

ლადო გუდიაშვილის მოედნის და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია  2019 წლის ბოლომდე დასრულდება.

გუდიაშვილის მოედნის ფრაგმენტი ამჟამად



ავტორი: ლიკა გურაბანიძე




„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up