გუდაურში სასტუმროს ოპერირების მიზნით Marriott-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

გუდაურში სასტუმროს ოპერირების მიზნით Marriott-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

access_time2016-05-13 10:01:15

გუდაურში, შესაძლოა, სასტუმროების მსოფლიო ბრენდის Marriott-ის სასტუმრო აშენდეს. სასტუმროს ოპერირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე აწარმოებს.

 

როგორც კიღურაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, გუდაურში 180 საწოლზე გათვლილი სასტუმრო განვითარდება, რომლის ოპერირებასაც რომელიმე უცხოური ბრენდი ჩაიბარებს, ამ მომენტისთვის კი მოლაპარაკებები სწორედ Marriott-ის ქსელთან მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ბიზნესმენი დამატებითი დეტალების შესახებ არ საუბრობს.


რაც შეეხება მის სხვა პროექტებს, „ნიბა დელისის“ პროექტის განხორციელებისთვის ბიზნესმენი დაფინანსების მოპოვებას ბელგიური წყაროებიდან ცდილობს. როგორც ბაკურ კიღურაძე ამბობს, მოლაპარაკებები რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტთან მიმდინარეობს, მათ შორის არიან ბანკები ING და KBC.

 

ბიზნესმენი ამბობს, რომ სესხის აღება ქართული ბანკებიდან სურდა, თუმცა, ევროპაში „იაფ ფულს“ მიაგნო, რომლის ღირებულებაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე ქართულის.



ბაკურ კიღურაძის ვარაუდით, სესხის აღების პროცედურა მაისამდე დასრულდება, შემდეგ კი უკვე პროექტის განხორციელება დაიწყება, რომელიც დელისის მეტროსთან მრავალფუნციური სავაჭრო ცენტრის შენებლობას გულისხმობს და რომელიც 2018 წელს უნდა გაიხსნას.


ბიზნესმენი ოქროყანაში ე.წ. მომავლის ქალაქის პროექტზეც მუშაობს. როგორც ბაკურ კიღურაძე ამბობს, ამ ეტაპზე პროექტირების ეტაპზეა, ზოგადად კი ეს უფრო სამომავლო პერსპექტივაა და უახლოეს წლებში მისი განხორციელება მოსალოდნელი არ არის.

 

საუბარია დასახლებაზე, რომელსაც საკუთარი სკოლები, ბაღები, უნივერსიტეტები, პოლიცია და სამედიცინო დაწესებულებები ექნება.

 

„ვფიქრობთ, ტერიტორია დავყოთ 9 ფორმირებად ცივილიზაციად და თითოეული მათგანი წრამოვაჩინოთ მისი კულტურით და მომავლის ხედვით. მაგალითად იაპონური ბაღი გავაკეთოთ და წარმოვაჩინოთ როგორი იქნება ის რამდენიმე წლის შემდეგ. იმ ფინანსებს, რამდენიც ამ პროექტს ამ ეტაპზე სჭირდება, ჩვენ ვდებთ და შემდეგ დიდ ფინანსებზე იქნება საუბარი, დაახლოებით 550 მილიონი დოლარი იქნება საჭირო“,- აცხადებს ბაკურ კიღურაძე.


 

 




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up