გუდაურში სასრიალო ტრასების სიგრძე გასამმაგდება

გუდაურში სასრიალო ტრასების სიგრძე გასამმაგდება

access_time2016-04-21 10:06:13

ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურის განვითარების გეგმის პრეზენტაცია მოისმინა. მასშტაბური პროექტი მსოფლიოში წამყვანმა სამთო-სათხილამურო კურორტების დამგეგმავმა კანადურმა კომპანიამ „ეკოსაინმა“ მოამზადა. პროექტზე მუშაობა განხორციელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და ეკოსაინს შორის 2015 წლის ოქტომბერში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. 


დოკუმენტი შემუშავდა კანადელი ექსპერტების მიერ კურორტზე განხორციელებული პროფესიონალური შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე.  


ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, განვითარების გეგმის შესაბამისად, გასამმაგდება სასრიალო ტრასების სიგრძე და 16,000-მდე გაიზრდება საწოლი 


ადგილების რაოდენობა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყოველივე ეს გუდაურის კურორტის საინვესტიციო მიმზიდველობას გაზრდის, ასევე შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და სამომავლოდ გუდაურს საერთაშორისო დონის სამთო კურორტად აქცევს. 



გუდაურის განვითარების გეგმა ფუნდამენტური დოკუმენტია კურორტის სწორი დაგეგმარებისა და განვითარების კუთხით. მასტერპლანი გამოავლენს, თუ რა კუთხით უნდა გაგრძელდეს კურორტის განვითარება, ასევე მოიცავს განვითარების ისეთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს როგორიცაა საბაგიროების განლაგება და მშენებლობა, სათხილამურო გზების მომზადება, საჭირო აღჭურვილობის ეფექტური რაოდენობის განსაზღვრა, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობა, ავტოსადგომის, გასართობი და კვების ობიექტების ეფექტური განლაგება, სარეკრეაციო ობიექტების და აქტივობების შექმნა, მოთხილამურეთა ოპტიმალური პოზიციონირება, სანიაღვრე გეგმა და სხვა.  


დოკუმენტი მოიცავს გუდაურის, როგორც ოთხსეზონური კურორტის, განვითარების კონცეფციას. ამ მიზნით, დაპროექტდა კურორტის განვითარების ხედვასთან თავსებადი ზამთრის და ზაფხულის ობიექტები და აქტივობები და განისაზღვრა ოპტიმალური ადგილმდებარეობები.  


უმნიშვნელოვანესია კურორტის ჩრდილოეთ გაფართოების (კობის) ზონის შესწავლა, დაპროექტება და განვითარების კონცეფციის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს ახალი საკურორტო ზონის შექმნას საჭირო ინფრასტრუქტურით.   


მასტერპლანის შექმნა მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის ეფექტური და ოპტიმალური განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს როგორც კურორტის, ასევე 

რეგიონის განვითარებას და პოპულარიზაციას.



საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 267 ტესტი ჩატარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 267 ტესტი ჩატარდა
access_time2021-01-23 10:59:33
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 267 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 855 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 412 PCR ტესტით. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 252...

სილქფესტი უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას თავაზობს მომხმარებლებს

სილქფესტი  უქმეებზე  ულიმიტო  ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას თავაზობს მომხმარებლებს
access_time2021-01-23 09:45:41
„სილქფესტი“ ორი დღით, 23 და 24 იანვარს, მობილური ქსელის მომხმარებლებს ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პირობების 4 აქციას შეთავაზებს: • ულიმიტო ინტერნეტი 30 დღით - 19 ლარად - კომბინაციით *019# • ულიმიტო ინტერნეტი 14 დღით - 10 ლარად - კომბინაციით *019# • ულიმიტო სასაუბრო - 10 ლარად - 30 დღით- კომბინაციით *202# • პაკეტი „მეტი უსასრულო+“ 35 ლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-22 21:00:57
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში...

“დღეს ფაქტობრივად შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

“დღეს ფაქტობრივად  შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
access_time2021-01-22 16:00:04
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  თითქოს როგორც ინდიელები ჰყავდათ რეზერვაციაში, ასე ვართ  მოქცეული, ოღონდ  იქ  ყველანაირად სოციალურად უზრუნველყოფილები იყვნენ. დღეს  ფაქტობრივად  გაგვწირეს  შიმშილისთვის,...

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი
access_time2021-01-22 17:00:04
„ლილო მოლის“ პრეზიდენტი ლევან გაგუა „ბიზნესპარტნიორთან“ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათთვის 15 თებერვლამდე გახსნის გადავადება მოულოდნელი იყო. როგორც გაგუა განმარტავს, სავაჭრო სივრცეში, რითეილში ეს მდგომარეობა 2 თვეზე მეტია გრძელდება, საუბარია, ბაზრობების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე. „მძიმე ვითარებაა. რითეილის სფეროში გარკვეულ კატეგორიას ეძლევა უკვე მეორედ გახნის, არსებობის საშუალება,...


მსგავსი სიახლეები

up