გუდაურში  პრობლემა მოგვარებულია, ბაკურიანში  წყალმომარაგება დღის განმავლობაში სრულად აღდგება

გუდაურში პრობლემა მოგვარებულია, ბაკურიანში წყალმომარაგება დღის განმავლობაში სრულად აღდგება

access_time2020-01-09 13:28:25

,,როდესაც ჩვენ ზამთრის კურორტების წყალმომარაგებაზე ვსაუბრობთ, სამწუხაროდ შეიქმნა მცდარი წარმოდგენა, რომ თითქოს გუდაურსა და ბაკურიანს სრული მოცულობით ჰქონდა პრობლემა წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა რომ ეს პრობლემა ორივე კურორტზე შეექმნა სასტუმროების ნაწილს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ნაწილი. გუდაურში წყალმომარაგება არის უკვე სრულად აღდგენილი. დღეის მდგომარეობით ყველა სასტუმროს მიეწოდება წყალი, რაც შეეხება ბაკურიანს, ასევე დილიდან დაიწყო პრობლემური სასტუმროების წყალმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა, შესაბამისად ვვარაუდობთ, რომ დღის განმავლობაში ბაკურიანშიც სრულად აღდგება წყალმომარაგება“-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



ვიცე–პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ უწყების ტექნიკური სამსახურები მუშაობენ უშუალოდ სასტუმროების ტერიტორიაზე და ეხმარებიან მათ პრობლემის მოგვარებაში. ვიცე-პრემიერმა ისაუბრა პრობლემის გამომწვევ მიზეზებზეც და განაცხადა, რომ ობიექტური მიზეზი არის ის კლიმატური პირობები, რომელიც შეიქმნა, კერძოდ უნალექო ამინდი, რამაც გამოიწვია იმ წყლის მარაგების მკვეთრი შემცირება რაც საჭიროა სრულად გაზრდილი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მან ისაუბრა ბიზნეს-სექტორთან კომუნიკაციაზეც და განაცხადა, რომ მხოლოდ ბაკურიანს 2019 წელს დაემატა 800-მდე ახალი აბონენტი საიდანაც 200 ზე მეტი იყო იურიდიული პირი, ანუ სასტუმრო განთავსების ობიექტი, შესაბამისად ეს არის დამატებითი მოთხოვნა, დამატებითი ზეწოლა იმ წყალმომარაგებაზე რომელიც არსებობს, იგივე ვითარებაა გუდაურშიც, სადაც ამდენი იურიდიული პირი არა, მაგრამ რამდენიმე ათასი მაცხოვრებელი დაემატა ,,რედკოს“ დასახლებას.




,,ბიზნესს აქვს მზარდი გეგმები 2020 წლისთვისაც. შესაბამისად საჭიროა იმ ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ამ მზარდ მოთხოვნებს უპასუხებს. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის განვითრების ტემპი, იქიდან გამომდინარე რომ ბევრად უფრო სპეციფიურია და ბევრად უფრო მეტ დაფინანსებასთან და პროცედურასთან არის დაკავშირებული ვერ მიყვა იმ ტემპს რომელიც ჰქონდა ბიზნესს, ეს არის სწორედ ის პრობლემა რაც შეიქმნა. უკვე დაწყებულია აქტიური მუშაობა იმისთვის რომ 2020 წელს ჩვენ ჩავდოთ ინვესტიციები იმისთვის რომ 2021 წლის ზამთრის სეზონს შევხვდეთ უფრო მომზადებულები“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up