გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ხელისუფლებისგან კურორტებზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვენ

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ხელისუფლებისგან კურორტებზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვენ

person access_time2016-01-11 11:38:58

საქართველოში, რომელიც ცდილობს რაც შეიძლება მეტი ტურისტი მიიზიდოს, კურორტებზე, როგორც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ისე სასტუმროებში უსაფრთხოების ნორმები დაუცველია. არსებული ინფორმაციით, სწორედ ეს გახდა გუდაურში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი, რომელსაც 12 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა – მას ტრასაზე 19 წლის ახალგაზრდა დაეჯახა, რომელიც დაშავებულია.

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კურორტზე უსაფრთხოების ნორმების დაუცველობას ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

გასული წლის მაისში, ქობულეთის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს სამი ბავშვი შეეწირა. ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ,  პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის დაპირების მიუხედავად, სასტუმროებში სახანძრო უსაფრთხოების კონტროლი არ ამოქმედებულა. 


გუშინ კი გუდაურში ახალი ტრაგიკული ფაქტი მოხდა: არსებული ინფორმაციით, პირველ სასრიალო სპორტულ ტრასაზე 19 წლის ბიჭმა თხილამურები ვერ დაიმორჩილა და ბავშვს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ბიჭი კი დაშავდა და ამ დროისთვის მკურნალობას გუდაურის ამბულატორიულ საავადმყოფოში გადის.


„კომერსანტი“ გასული წლის ზაფხულში ბაკურიანში არსებულ საფრთხეებზეც წერდა, სადაც ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარები უბრალოდ არ არსებობს. ჩვენ ვაფრთხილებდით და ახლაც ვაფრთხილებთ შესაბამის სტრუქტურებს, რომ კურორტზე, სადაც უამრავი ბავშვი ისვენებს და მშობლების დიდი ნაწილი ეტლებით გადაადგილდება, ტროტუარის არარსებობა შესაძლოა მძიმე შემთხვევების მიზეზი გახდეს. პრობლემა აღიარეს ადგილობრივ თვითმმართველობაში, თუმცა თქვეს, რომ მისი მოგვარება უახლოეს წლებში არ იგეგმება. 


რატომ აგვიანებს ხელისუფლება კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას?



ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის ხელმძღვანელი საბა კიკნაძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ ამდენ ლოდინში შეიძლება კიდევ მეტი ტრაგედიის მოწმე გავხდეთ. კიკნაძის თქმით, საქართველოს სათხილამურო კურორტებზე, ტრასებზე და საბაგიროებზე უსაფრთხოების წესების დასამკვიდრებლად საჭიროა სასწრაფო ღინისძიებების გატარება: კერძოდ, კიკნაძის განცხადებით, აუცილებელია აიკრძალოს თოვლის სკუტერებით და სხვა თოვლზემავალი მოტორიზებული საშუალებებით ტურისტულ-სარეკრეაციო სათხილამურო ტრასებზე მოძრაობა. ასევე, დადგინდეს სპეციალური ზონები სკუტერებისა და თოვლზემავალი მოტორიზებული საშუალებებით გასეირნების მსურველთათვის,


მკაცრად უნდა გაკონტროლდეს არასრულწლოვან პირებზე ალკოჰოლური საშუალებების გაყიდვა სათხილამურო ტრასებზე მდებარე ობიექტებში და მთელ კურორტზე.




კიკნაძის განმარტებით, უნდა აიკრძალოს ტრასებთან მიმდებარე კვების ობიექტებს გარეთ ალკოლჰოლით ვაჭრობა, დამკვიდრდეს ალკოტესტირების (შერჩევითი, შემთხვევითი) პრაქტიკა საბაგირო სადგურებთან და ტრასებზე. ნასვამ პირებს აეკრძალოთ სათხილამურო ტრასებზე გასვლა და მოხდეს მათი გაყვანა ტრასებიდან, დაჯარიმება და სხვა სამართლებლივი ქმედებების გატარება.



კიკნაძე ამ მიმართულებით საჯარიმო სისტემის ამოქმედებასაც მოითხოვს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი კანონქვემდებარე აქტებით უნდა იქნას გათვალისწინებული. მისი თქმით, როდესაც ადამიანს ეცოდინება, რომ დიდი სისწრაფის გამო ვიღაც დაისაჯა, სიტუაცია გამოსწორდება.



გარდა ამისა, აუცილებელია დადგინდეს სიჩქარის შეზღუდვა ტურისტულ-სარეკრეაციო სათხილამურო ტრასებზე, გაკონტროლდეს სპორტულ ტრასებზე გარეშე პირთა შეღწევა და ასე შემდეგ.



„ყოველივე ამის განსახორციელებლად აუცილებელია შეიქმნას სამართალდამცავთა სპეციალური რაზმები "სკი პატრული", რომლებიც შესაბამის საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით განახორციელებენ მართლწესრიგის კონტროლს. რადგან ეს სეზონური საკითხია, სავსებით შესაძლებელია და მისასალმებელი იქნება, რომ ამგვარი პატრულები დაკომპლექტდნენ საპატრულო პოლიციის კადრებიდან. ეს გაცილებით გაზრდის მათ კომპეტენციას და ეფექტურობას. სამთო საკურორტო ადგილებში ზამთრის სეზონზე მართლწესრიგის დაცვა პირველ რიგში სათხილამურო ტრასებიდან უნდა იწყებოდეს, რადგან სწორედ აქ არის ვიზიტორთა ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილი"-აცხადებს კიკნაძე.



მისივე შეფასებით, ეს არის მიღებული პრაქტიკა და კულტურა მთელ ცივილიზებულ სამყაროში.





მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი იზიარებს და ეთანხმება საბა კიკნაძის პოზიციას და აცხადებს, რომ აუცილებელია შეიქმნას საკანონდმებლო ბაზა, რომელიც კურორტებზე უსაფრთხოების ნორმებს დაიცავს და დაარეგულირებს. მისი განცხადებით, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინიციატივით, უკვე მომზადებულია შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც გადაგზავნილია როგორც ეკონომიკის, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროებში.



„კომერსანტის" კითხვაზე, დღეს დაცულია თუ არა ზამთრის კურორტებზე უსაფრთხოების ნორმები და ახდენს თუ არა ამის კონტროლს მთის კურორტების განვითარების კომპანია, ონოფრიშვილი აცხადებს, რომ გააჩნია რას ვუწოდებთ უსაფრთხოებას. მისი თქმით, საუბარია, გარკვეულ პრევენციაზე, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან ასეთი ფაქტები.


სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის მოთხოვნით სოციალურ ქსელში საგანგებო პეტიცია გავრცელდა, რომლის ადრესატები  საქართველოს მთავრობა და შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიაა".

„დადგა დრო, რომ კატეგორიულად მოვითხოვოთ სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების პრობლემის მოგვარება. საქართველოს სათხილამურო კურორტებზე, ტრასებზე და საბაგიროებზე უსაფრთხოების წესების დასამკვიდრებლად საჭიროა სასწრაფო ღინისძიებების გატარება,“– ნათქვამია პეტიციაში და ასეთ ღონისძიებებად ჩამოთვლილია სწორედ ის შეზღუდვები, რომლებზედაც საბა კიკნაძე საუბრობს. 

„გვეყოფა ეს გულისდამდუღრავი მსხვერპლი. საფრთხე, რომელსაც ჩვენი მოუწესრიგებლობისა და უპასუხისმგებლობის გამო ამდენი ხანია იგნორირებას ვუკეთებთ უნდა აღმოიფხვრას.

ყველანი ჩვენ, დამსვენებლები, მოთხილამურეები, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები, მთელი საზოგადოება ვალდებულები ვართ ბოლო მოვუღოთ ამ სამარცხვინო, პირდაპირი გაგებით მომაკვდინებელ ვაკხანალიას ჩვენს სათხილამურო კურორტებზე,“–  ნათქვამია პეტიციაში, რომელზეც ხელმოწერა უკვე დაწყებულია. 

  

 



სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!
access_time2020-11-30 11:00:17
„ილუზიებში ნუ ვიცხოვრებთ, რომ ორ თვეში ყველაფერი გადაივლის და მერე ყველაფერი კარგად იქნება - არაფერიც არ იქნება კარგად. ჩაკეტვა არის უიმედობის ბოლო წერტილი, როდესაც ახალს  ვერაფერს აკეთებ. მთავრობის მიერ გაწერილია 2 თვიანი ჩაკეტვის გეგმა, მაგრამ არავის წარმოუდგენია გეგმა, რატომ ვიკეტებით და რას გავაკეთებთ ამ ჩაკეტვის დროს,“ - ამის შესახებ...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...


მსგავსი სიახლეები

up