გუდაურის ხელოვნური გათოვლიანებისთვის რეზერვუარის წყლით შევსება დაიწყო

გუდაურის ხელოვნური გათოვლიანებისთვის რეზერვუარის წყლით შევსება დაიწყო

access_time2020-07-24 13:25:47

წყალმომარაგების კომპანია გუდაურის ხელოვნური გათოვლიანებისთვის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებს, სადაც ამ დროისთვის ახალი რეზერვუარის წყლით შევსება მიმდინარეობს. 


შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, მხარის გუბერნატორთან, წყალმომარაგების  და მთის კურორტების განვითარების კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა. 


პროექტის ფარგლებში უკვე აშენდა ხელოვნური ტბა, მიმდინარე სამუშაოები კი ამ ტბისთვის რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობას ითვალისწინებს.



,,მიმდინარეობს  გუდაურის ხელოვნური გათოვლიანებისთვის ტბის მოწყობის პროექტი, თუმცა ეს მხოლოდ ტბას არ მოიცავს.  ჯამში მოიცავს ორ ეტაპს -  ერთი ეტაპი 2019 წელს დაიწყო, რომლის ღირებულებაც შეადგენდა დაახლოებით 11 მილიონ ლარს.  ეს იყო ტბის ინფრასტრუქტურის შექმნა შესაბამისი ტექნოლოგიის მიხედვით, რომელიც გამოიყენება  ზამთრის კურორტებზე. ხელოვნური რეზერვუარის მოცულობა  არის  96 000 ტონა. ამჯერად, მიმდინაორებს 2 600 000 მილიონი ლარის ღირებულების მეორე ეტაპი, რომელიც სეზონამდე დასრულდება. სამუშაოები ითვალისწინებს შესაბამისი სატუმბი სადგურის  და ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც  შემდგომში კომპლექსურად ამუშავდება. ვიმედოვნებთ, რომ პროექტი დასრულდება დათქმულ ვადებში და ვუზრუნველვყოფთ გუდაურის ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას.  შესაბამისად, ტურისტებსა და დამსვენებლებს ნალექის სიმცირით გამოწვეული დისკომფორტი აღარ ექნებათ ’’- განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, წყალმომარაგების კომპანიამ პარალელურად  გამოაცხადა ორი ტენდერი, რომელიც ითვალისწინებს გუდაურში, როგორც მიმდინარე მშენებლობებს, რომელიც სავარაუდოდ სექტემბერში გაიხსნება, ასევე საბაზისოებს რაც იყო, ჰქონდეთ სტაბილური წყალმომარაგება. 


 ,,აღნიშნული პროექტების განხორციელება მოგვცემს იმ შედეგებს, რომ გავზარდოთ  წყლის დებიტიც და განვაახლოთ ინფრასტრუქტურა. ჯამში პროექტების ღირებულება 16 მილიონ ლარზე მეტია. საბოლოოდ წყალმომარაგების კუთხით არსებული პრობლემებს, რაც გასულ წელს წარმოიშვა, აღარ გადავაწყდებით გუდაურში და შესაბამისად ხელოვნური გათოვლიანებაც გვექნება.’’-აცხადებს ილია ბეგიაშვილი.

 

 


თეგები:
გუდაური



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up