გუდაურის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ფრანგი ტურისტი გადაარჩინეს

გუდაურის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ფრანგი ტურისტი გადაარჩინეს

access_time2017-03-24 19:30:13

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" გუდაურის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ფრანგი ტურისტი გადაარჩინეს.

 


როგორც "კომერსანტს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში სასრიალოდ ჩამოსული ფრანგი ტურისტი, გუდაურში თვითნებურად გადავიდა სათხილამური გზიდან აკრძალულ ზონაში 5 კმ-ის მოშორებით, კობის მიმართულებით.

 


მთიდან ზვავის უეცარმა მოწყვეტამ ტურისტი თოვლში ჩაითრია, მთაზე მყოფმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შემთხვევა მაშინვე შეამჩნიეს და ტურისტს დახმარება ოპერატიულად გაუწიეს. მაშველებმა 2-საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, ტურისტი ზვავიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს და ვერტმფრენით „ყაზბეგი ჰელი კოპტერსის" დახმარებით გუდაურის პირველადი დამხარების ცენტრ „ემერჯენსში" გადაიყვანეს, სადაც დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

 


ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე გაუკვალავ თოვლში. „მთის კურორტების განვითარების კომპანია" მოთხილამურეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, დაემორჩილონ სათხილამურო კურორტებზე ადმნისტრაციის წესებს და სათხილამურო გზებზე არსებულ მარკირებულ ნიშნებს. აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილის დაცვა: ლომისას, კობის, თრუსოს, ყაზბეგის, ჯუთას, უშბის, თეთნულდის, უშგულის, ბაკურიანის, გოდერძის, ბახმაროსა და თუშეთის ტერიტორიებზე გაუკვალავ თოვლში სრიალისას.

 



სოსო ფხაკაძემ BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა გააცნო

სოსო ფხაკაძემ BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა გააცნო
access_time2020-02-20 13:30:04
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) გაიმართა საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომა, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ზურაბ ძნელაშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა. ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ წევრი კომპანიების წარმომადგენლებს წარუდგინა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა, რომელმაც ისაუბრა სამომავლო...

ფინანსთა სამინისტრო თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შედგენას გეგმავს

ფინანსთა სამინისტრო თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შედგენას გეგმავს
access_time2020-02-20 14:02:05
დღეს საქართველოს პარლამენტში, მინისტრს საათის ფორმატში ივანე მაჭავარიანს უსმენენ. ფინანსთა მინისტრმა გასული წლის ბიუჯეტის მაჩვენებლებზე და დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. ვანო მაჭავარიანი დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სათამაშო ბიზნესს ახალი რეგულაციები უწესდება. კანონპროქტი პარლამენტში 2017 წელს...

ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება - Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8272 ლარად ივაჭრება

ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება - Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8272 ლარად ივაჭრება
access_time2020-02-20 12:55:37
ბოლო რამდენიმე დღეა ლარი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში მყარდება. დღეს დილიდან ვაჭრობა $1/₾2.8305-ით დაიწყო, 12:55 საათისთვის  1 დოლარი 2.8272-ის ნიშნულზეა.  ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშნდელი  ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ  მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0209 ლარი...

7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია - პოლიტიკური შეფასებები

7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია - პოლიტიკური შეფასებები
access_time2020-02-20 13:00:37
7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია. საპატიმროდან გამოსულმა ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება. მისი თქმით, აუცილებელია, მოქმედი ხელისუფლების ცვლილება.   „ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, წლის ბოლომდე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი,...

რას წერდა ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილს 2011 წელს?

რას წერდა  ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილს 2011 წელს?
access_time2020-02-20 12:23:19
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში  მოსვლა 2011 წლის 7 ოქტომბერს დაანონსა. ამის შემდეგ კი, 11 ოქტომბერს  მეორე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც  ყოფილი პრემიერი მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილსაც მიმართავდა.   „კომერსანტი“ წერილიდან ამონარიდს უცვლელად გთავაზობთ:   „მინდა მივმართო...


მსგავსი სიახლეები

up