გუდაური სნოუბორდის ევროპის თასს მასპინძლობს

გუდაური სნოუბორდის ევროპის თასს მასპინძლობს

access_time2020-02-28 10:30:04

29 თებერვალს და 1 მარტს, გუდაურში, კუდების ფერდობზე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, სნოუბორდის ევროპის თასის ეტაპი ჩატარდება პარალელურ სლალომში და პარალელურ გიგანტურ სლალომში. გუდაურში იმყოფებიან არაერთ საეთაშორისო ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენები 10 ზე მეტი ქვეყნიდან. შეჯიბრის წინა დღე ოფიციალურ ვარჯიშს დაეთმობა.


საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სტანდარტების შესაბამისი საშეჯიბრო ტრასების მოწყობა FIS- ის დელეგატების მეთვალყურეობით ხდება, საქართველოს ფრისტაილის კომიტეტის და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის უშუალო ჩართულობით. წლევანდელი შეჯიბრის ტექნიკური დელეგატი FIS-იდან ავსტრიელი, ვოლფგანგ შტაინბერგერი იქნება, კოორდინატორი კი ავსტრიელი სპეციალისტი, როლანდ ჰორნი.


„ჩვენს ზემოთ ლურიჯი ცაა და ყველაფერი რიგზეა. ვისურდებით უფრო მეტ თოვლს შეჯიბრის საუკეთესოდ ჩასატარებლად. ბოლო ორი დღე განსაკუთრებით ინტენსიური იყო, ტექნიკურად ყველაფერი გამართულია, ტრასა დატკეპნილია, დამონტაჟებულია სტარტის და ფინიშის მექანიზმები. მთელი გუნდი ძალიან მოტივირებულია, გვიადვილდება იმ ხალხთან ერთად მუშაობა, ვინც ჩართულია ამ დიდ ღონისძიებაში.“ - ვოლფგანგ შტაინბერგერი



პარალელური სლალომი და გიგანტური პარალელური სლალომი სამთო სნოუბორდის დისციპლინებია. საკვალიფიკაციო რაუნდების გადალახვის შემდეგ, სპორტსმენები პირველობისთვის ოლიმპიური სისტემით განაგრძობენ ასპარეზობას. ორივე დღეს ოთხ-ოთხი გამარჯვებული გამოვლინდება ქალებში და მამაკაცებში.


ევროპის თასის ეტაპი ერთგვარი სამზადისია მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც როგორც ცნობილია 2023 წელს გაიმართება ბაკურიანში. მანამდე კი, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გამართულ ევროპის და მსოფლიოს თასის ეტაპებს უმასპინძლოს სხვადასხვა სამთო კურორტებზე. გუდაურში ორდღიანი შეჯიბრის წარმატებით ჩატარება მეტად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია.



„უდიდესი და ურთულესი სამუშაო გასწიეს საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა. თითქმის ერთი თვეა ისინი დაუზოგავად მუშაობენ, რომ საშეჯიბრო ტრასა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი სტუმრები და დელეგატები კმაყოფილებას ვერ მალავენ. იმედი მაქვს, ამინდიც ხელს შეგვიწყობს და ორივე დღე წარმატებით ჩაივლის“ - ზურაბ კოსტავა - საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი.


შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ღონისძიების პარტნიორია კომპანია „სილქნეტი“, რომელიც 2008 წლიდან ფედერაციის გენერალური სპონსორია.


29 თებერვალს, 09:30 საათზე შეჯიბრის ორგანიზატორები სასტუმრო გუდაური ლოჯში პრესკონფერენციას გამართავენ.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up