გუდაურამდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა თავისუფალია

გუდაურამდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა თავისუფალია

person access_time2016-01-27 15:30:32

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, თუმცა ზვავშაშიშროების რეჟიმი ისევ რჩება გუდაური-კობის მონაკვეთზე, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა; მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი ასევე მოიხსნა გომბორის უღელტეხილზე და   ამ მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

 

ამ დროისათვის, გურიის რეგიონში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი–ლესა და შუხუთი–ძიმითის საავტომობილო გზებზე, სადაც გრძელდება გზის გაგანიერების სამუშაოები. გზის გაწმენდითი სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.

 


რაც შეეხება სხვა გზებს, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ჩოლოქის ხიდი–სარფის მონაკვეთსა და ნაქერალას უღელტეხილზე.

 

ყველა მიმართულებით, გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მივლინებული არიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე უწევენ კოორდინაციას და მონიტორინგს მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს.



რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up