Guardian: „რა აქცევს დემნა გვასალიას ყველაზე მაგარ დიზაინერად პარიზში?“

Guardian: „რა აქცევს დემნა გვასალიას ყველაზე მაგარ დიზაინერად პარიზში?“

access_time2018-02-11 15:58:13

„გარდიანმა“ დემნა გვასალიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალისტი ჯეს კორტნი-მოლი Balenciaga-ს დიზაინერ დემნა გვასალიას მოდაზე, Vetements-სა და დიზაინერის სტილზე წერს.

 

„რომ გაიგოთ, რა აქცევს დემნა გვასალიას ყველაზე მაგარ დიზაინერად პარიზში, ჯერ ის ყველაფერი უნდა დაივიწყოთ, რაც პარიზის შესახებ გაგონდებათ. უნდა დაივიწყოთ კატრინ დენევი, ჯეინ ბირკინი, ფრანსუა ჰარდი. დაივიწყოთ მანტოები და აბრეშუმის ზედები, თხელძირიანი ფეხსაცმელები და დაწნული კალათები. ამელი მონმარტში და კერი ბროდშოუ ლადურეში.“ - წერს კორტნი-მოლი „გარდიანში“.

 

„დემნა გვასალიას პარიზი სხვანაირია. ამ პარიზს გაიცნობთ თუ ფრანგულ სატელევიზიო სერიალ სპირალის ბოლო სერიებს ადევნებდით თვალს. ეს არის ქალაქი, რომელსაც ლეილა სლიმანის რომანის პერსონაჟის თვალებით ვხედავთ. ძიძა ლუისის თვალებით, როცა სამუშაოს შემდეგ თავისი დამსაქმებლის აპარტამენტიდან საკუთარ უბანში ბრუნდება. ეს არის ტელეფონების მაღაზიებისა და „ფასთ ფუდის“ ქალაქი. სადაც გლამური ვიწრო ჯინსი და ყალბი ხელჩანთაა. სადაც ქუჩის ხმაურია განსხვავებული ენა და არა ედით პიაფის ჰარმონიული მუსიკა.“

 

სტატიაში ჟურნალისტი გვასალიას ბოლო ჩვენებაზე წერს. რომელიც პარიზის მოდის სამყაროსთვის უჩვეულო გარემოში შედგა. სადაც გვასალიას პოდიუმი ძველმანების ბაზრობის ნაქსოვი ხალიჩა იყო.

 

ჟურნალისტთან თავის შესახებ საუბრობს თავად გვასალიაც. კორტნი-მოლის თქმით, დიზაინერი რომელიც მოდის სამყაროში თავის პრაგმატულობით და ქუჩის მოდისკენ მიდრეკილებით გამოირჩევა, თავის სტუდიაში 4 მარტს დაგეგმილ Balenciaga-ს ჩვენებისთვის მზადებისას შეხვდა.

 

„არ ვფიქრობ, რომ ელეგანტურობა რელევანტურია“ - ამბობს გვასალია „გარდიანთან“ ინტერვიუში. „Vetements ქუჩის მოდაა და იქ ელეგანტურობა ხალხის მიზანი არ არის. მე ვფიქრობ, ჩვენ ბევრ რამეს განსხვავებულად ვაკეთებთ, მაგრამ თან ეს ყველაფერი მსგავსია. რადგან არ აქვს მნიშვნელობა, შენ Vetements-ის კაპიუშონი გაცვია თუ სხვა დიზაინერის შეკერილი კაბა, მთავარია, ვინც მას იცვამს, ფიქრობდეს: მე მომწონს, რაც მაცვია, ბედნიერი ვარ იმით, როგორც გამოვიყურები.“ - ჰყვება გვასალია.


 

როგორც „გარდიანი“ წერს, გვასალია სცენაზე 2014 წელს Vetements-ის საკულტო კოლექციით გამოვიდა, მომდევნო წელს იყო გადავსებული ჩვენებები ჩინურ რესტორნებში. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს განსაკუთრებით რთული იყო ასეთი დიზაინისთვის თავის დამკვიდრება, Vetements მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზ გავლენიან მარკად იქცა.

 

ფოტო:

 

შემდეგ წელს გვასალია Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორად მიიწვიეს და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გლამურულ დიზაინერად იქცა. ამასთან „გარდიანი“ იმასაც აზუსტებს, რომ ცნობილი ჰიფ-ჰოფ არტისტი კანიე ვესტი მის ჩვენებებზე Balenciaga-მდეც კი დადიოდა.

 

„ჩემს ხედვას რაც შეეხება, აქ განსხვავებული ჩემი პრაგმატიზიმია“, - ჰყვება დიზაინერი. „მოდის სფერო რეალური სამყარო არ არის და ჩემი ესთეტიკაც გარკვეულწილად ჰიპერრეალისტურია. არც ის მსურს, რომ ოცნებებში ცხოვრებას ვეცადო.“ - წერს „გარდიანი“ გვასალის სიტყვებს და წერს, რომ გამორჩეული იყო გვასალიას გადაწყვეტილებაც დაეტოვებინა პარიზი და Vetements-ის მთავარი ოფისი ციურიხში თავის უმცროს ძმასთან და Vetements-ის აღმასრულებელ დირექტორ გურამ გვასალიასთან გადაეტანა. როგორც ჟურნალისტი წერს, ის მოდის დედაქალაქად წოდებული პარიზის დატოვებას რომანტიკულად არც უყურებს - „ჩემი კვლევის უმეტეს ნაწილს ეკრანზე ვატარებ. ასე რომ ყველგან შემიძლია ყოფნა, რა განსხვავებაა?“

 

„გარდიანის“ სტატია Vetements-ზე საბჭოთა ესთეტიკის გავლენაზეც ჰყვება: „გვასალია 1981 წელს საქართველოში, სოხუმში დაიბადა. სადაც 1989 წელს რკინის ფარდა და მისი ბავშვობის სწორხაზოვანი საბჭოთა ესთეტიკა დაინგრა. მოულოდნელად გაჩნდა პოპმუსიკა, კოკა-კოლა, ჟურნალი „ვოგი“ და ვიზუალის დიდი კოლაჟი. როგორც გვასალია ამბობს Vetements-ის ბოლო ჩვენება მის აღმოსავლეთ ევროპულ ფესვებთან ყველაზე ახლოს იყო. „ეს 100%-ით მე ვიყავი, 100%-ით ჩემი ესთეტიკა“ - ამბობს გვასალია. „ისე მოხდა, რომ Instagram-ით ჩვენებისთვის 16 წლის ქართველი გოგოც შევარჩიეთ, მაგრამ, როცა წითელი ქურთუკი და ყვავილებიანი კაბა ჩავაცვი, თავსაბურავითა და ყელიანი ფეხსაცმლით, ის ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ერთ-ერთი ქალი ჩემი ბავშვობის ადგილიდან“ - ამბობს დიზაინერი. 10 წლის ასაკში ომმა იფეთქა და გვასალია ძმასთან, დედასა და ბებიასთან ერთად კავკასიონის გავლით გაიქცა სახლიდან. ავტომობილის იძულებით დატოვების შემდეგ, მათ „კალაშნიკოვის“ ავტომატი გაყიდეს ბებიისთვის ცხენი რომ ეშოვათ და თბილისამდე ჩაეღწიათ, სადაც შემდეგ დამკვიდრნენ კიდეც. ეს უჩვეულო ისტორიაა მოდის სამყაროში“ - წერს „გარდიანი“.

 

დემნა გვასალია Vetements-ზე თავისი თვისებების გავლენაზეც ჰყვება. „ბავშვობიდან რისკზე წასვლას არ ვუშინდებოდი და ეს Vetements-ის გენშია, ხოლო მოდის სამყაროში გადარჩენისთვის რისკზე წასვლა აუცილებელია.“ - ყვება დიზაინერი. 

 

„გარდიანი“ წერს, რომ გვასალიას ახლა გულწრფელობის აკვიატება აქვს. „ნახეთ, რა ხდება ჰოლივუდში, ყველგან ჩვენს ირგვლივ. ჩვენ გვჭირდება გამჭვირვალობა“ - ამბობს დემნა ჟურნალისტთან და შემდეგ მის სტილზე დიზაინერ მარტინ მარჯიელას გავლენაზეც ჰყვება. „ეს კითხვა ჩემთვის მნიშვნელოვანია. საჭიროა, რომ ჩემზე მარჯიელას გავლენას - ამ ჩემთვის დელიკატურ თემას შევხებოდით“ - ამბობს გვასალია და მარჯიელას ცნობილ მაღალყელიანი ფეხსაცმელების საკუთარ ჩვენებებზე გამოყენების შესახებ იხსენებს.

 

„გარდიანის“ მიხედვით, მისი შემდეგი პროექტი Balenciaga-ში ტექნოლოგიურად დატვირთული იქნება და შეკითხვაზე, შეცვლის თუ არა მოდას ტექნოლოგია, გვასალია ამბობს: „ჯერ არ ვიცი. არ შემიძლია მომავლის დანახვა. მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცი, ისაა, რომ ყველაფერი იცვლება.“

 

ლიბერალი



Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3958 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3958 ახალი შემთხვევა დადასტურდა
access_time2020-11-23 10:58:38
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების    3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ...


მსგავსი სიახლეები

up