საინვესტიციო ბანკმა Galt&Taggart ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა და 5%-დან 7%-მდე გაზარდა. აღნიშნული პროგნოზი უფრო ოპტიმისტურია ვიდრე მთავრობის (6.5%). რაც შეეხება აპრილის რეკორდულ მაჩვენებელს (+44.8%), საინვესტიციო ბანკი ეკონომიკაზე დადებითად მოქმედ რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას:
„აპრილში სამთომოპოვების სექტორის გარდა ზრდა ეკონომიკის ყველა სექტორში დაფისირდა. ამავე პერიოდში, წლიურად 487%-ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. ავტომობილების რეექსპორტის ზრდამ დადებითი გავლენა იქონია ეკონომიკის გამოცოცხლებაზე“.
რაც შეეხება მომდევნო თვეებს, G&T ელის რომ 2021 წელს ტურიზმი 36%-ით აღმდგება 2019 წელტან შედარებით და ტურიზმიდან ქვეყანა 1.2 მლრდ დოლარის შემოსავალს მიიღებს. ამასთან ზრდაზე დადებითად მოქმედ ფაქტორებს შორის სახელდება ოქტომბერში დაგეგმილი თვითმართველობის არჩევნები რამაც სამთავრობო ხარჯების ზრდა უნდა გამოიწვიოს.
GBC.GE