ბიზნესი მთავრობას ვაქცინაციის კამპანიას უწუნებს

ბიზნესი მთავრობას ვაქცინაციის კამპანიას უწუნებს

access_time2021-11-25 12:00:14

რამდენიმეთვიანი დაკეტვის შემდეგ GT Group საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, თუმცა ბიზნესის ბრუნვის მასშტაბი შეუმცირდა. პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, ბიზნესის ბრუნვამ 20%-ით იკლო. კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან გოგსაძე ფიქრობს, რომ სანამ ვაქცინაციის ტემპი არ დაჩქარდება, ეკონომიკასა და შესაბამისად ბიზნესში არსებული პრობლემების გაუმჯობესება გართულდება. ამ თვალსაზრისით, გოგსაძე მმართველ პარტიას პანდემიის პრევენციის მიზნით აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმართვისკენ მოუწოდებს.



,,პანდემიური გამოწვევები არის ყველა სფეროში, ეს არ არის მარტივად დასაძლევი პრობლემა. ჩვენც შეგვეხო, ვინაიდან 2020 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში დავიკეტეთ, მაგრამ ნელ-ნელა ვიკრებთ ძალებს. 2019 წელთან შედარებით, ბრუნვა 20%-ით შეგვიმცირდა. რაიმე სიახლე კომპანიის საქმიანობაში არ არის,  ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ. ვთანამშრომლობთ როგორც ბიზნესთან, ასევე საჯარო სექტორთან. ძირითადად ისეთ პროექტებზე ვმუშაობთ, როგორიცაა გზების მშენებლობა, წყალმომარაგება, წყალარინება,  და სხვა, ფაქტობრივად ყველა ტიპის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ვართ ჩართული. ცხადია, მეტნაკლებად ყველას გვიჭირს, მაგრამ  არიან კომპანიები, რომლებიც უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ“, - ამბობს გოგსაძე ,,კომერსანტთან“ და დასძენს, რომ შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაცია და ამ მიმართულებით საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებაა.



,,მართალია, გარკვეული ღონისძიებები მიმდინარეობს, მაგრამ  შეიძლება საკმარისი არ იყოს, უფრო  აქტიურად უნდა ჩაერთოს ხელისუფლება, ვინაიდან გაცილებით ძვირი უჯდება სახელმწიფოს  ინფიცირებულთა მკურნალობა, ვიდრე ის სუბსიდირება, რასაც ახლა მიმართავენ. უკეთესი იქნება, აქტიური საინფორმაციო კამპანია წარიმართოს, რასაც მივესალმები.  აცრას დღეს ალტერნატივა არ აქვს“, - აცხადებს გოგსაძე.




რაც შეეხება კოვიდ ტესტირებაზე გადასახადის დაწესებას, ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით სწორი ნაბიჯია გადადგმული, რამაც შეიძლება ვაქცინაციის მიმართ მოთხოვნა გაზარდოს.



კითხვაზე, გადაიხდის თუ არა  GT Group დასაქმებულთა ტესტირების საფასურს, ლევან გოგსაძე პასუხობს, რომ  არ დასჭირდებათ ხარჯის გაწევა, ვინაიდან თანამშრომლების 100% ვაქცინირებულია.



კომპანიაში 30-მდე ადამიანია დასაქმებული.

 

ცნობისთვის, კომპანია GT Group 17 წელია საქმიანობს საქართველოში. საქმიანობა მან 1999 წელს დაიწყო, ხოლო 2005 წელს GT Group-ის სახელით ჩამოყალიბდა. ის უკვე ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კერძო კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up