G&T 2022 წელს ლარის გამყარებას პროგნოზირებს

G&T 2022 წელს ლარის გამყარებას პროგნოზირებს

access_time2021-10-08 15:00:00

საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-მა საქართველოს ეკონომიკის განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ლარის გაცვლითი კურსი მიმდინარე წლის მაისიდან მოყოლებული სტაბილურ დონეს ინარჩუნებს, რისი მიზეზიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება და სწორი მონეტარული პოლიტიკაა. ამასთან, G&T აღნიშნავს, რომ ლარი 2021 წელს სტაბილურ დონეს შეინარჩუნებს, რადგან ტურიზმი ქვეყანაში აღდგენის დინამიკით ხასიათდება.


საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, 2021 წელს ლარის კურსი დოლართან მიმართებით, 3,1 ლარიდან 3,2 ლარის დიაპაზონში იქნება. იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში ისევ არასტაბილური მდგომარეობა შეიქმნა, G&T ეროვნული ბანკისგან აქტიურ ბაზარზე აქტიურ ჩარევას მოელის.


რაც შეეხება 2022 წელს. საინვესტიციო ბანკი პროგნოზირებს, რომ მომავალ წელს ლარს გაძლიერების და შესაბამისად, გამყარების პოტენციალი აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ტურიზმის აღდგენის პროცესი კიდევ უფრო მკვეთრი იქნება.



Gatlt & Taggart-ი ვარაუდობს, რომ 2022 წელს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3 ლარიდან 3,15 ლარის ფარგლებში იქნება.



bpn.ge




თეგები:
ლარი



რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა
access_time2021-12-04 16:00:11
...

რა ინტერესები აქვს ირანს კავკასიაში

რა ინტერესები აქვს ირანს კავკასიაში
access_time2021-12-04 12:30:45
კავკასიაში დაძაბულობის ახალი კერაა. ყარაბაღში 44-დღიანმა საომარმა მოქმედებებმა ძალთა აქამდე არსებული ბალანსი შეცვლა და ირან-აზერბაიჯანის...


მსგავსი სიახლეები

up