ბრიტანულმა GlaxoSmithKline-მა და ფრანგულმა Sanofi-მ განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კანდიდატ ვაქცინაზე ახალი კლინიკური კვლევა დაიწყეს და კვლევის საბოლოო ეტაპზე გადასვლას მიმდინარე წლის მეორე კვარტლისთვის გეგმავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ფარმაცევტული კომპანიები იმედოვნებენ, რომ თუ შედეგები საბოლოო აღმოჩნდება, ვაქცინას მეოთხე კვარტლისთვის დაამტკიცებენ.
ახალი კვლევის მიზანია ვაქცინის უსაფრთხოებისა და იმუნური რეაქციის შეფასება. კვლევის ფარგლებში აშშ-ში, ჰონდურასსა და პანამაში 720 ჯანმრთელ ზრდასრულს აცრიან. მათ ვაქცინის 2 დოზას 21- დღიანი ინტერვალით გაუკეთებენ.
შეგახსენებთ, GlaxoSmithKline– მა და Sanofi– მ დეკემბერში განაცხადეს, რომ მათი ვაქცინის გამოშვება გადაიდო, რისი მიზეზიც ის გახდა, რომ კლინიკური ცდების დროს კანდიდატმა ვაქცინამ ხანდაზმულ ადამიანებში არასაკმარისი იმუნური რეაქცია აჩვენა.
IPN.GE