„ღრმად დაკომპლექსებული ადამიანების საქციელი“

„ღრმად დაკომპლექსებული ადამიანების საქციელი“

access_time2017-03-22 09:30:13

პარლამენტი ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობა, „ქართული ოცნების“ დეპუტაცია ვეტოს დასაძლევად მზად არის.

 

პრეზიდენტის შენიშვნების მიხედვით, ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო უნდა იყოს პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება და სააგენტომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებისათვის სამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე.

 

„ხელისუფლებასთან აფილირებული ადამიანების რიტორიკა მაგონებს ღრმად დაკომპლექსებული ადამიანების საქციელს, რომელთა მთავარი ამოცანაა თვითდამკვიდრება და ძალის დემონსტრირება“, - თქვა „პალიტრანიუსის" ეთერში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, უმრავლესობას პრეზიდენტის მიმართ არაჯანსაღი და აბსურდული დამოკიდებულება აქვს. ხუხაშვილის განცხადებითვე, არასერიოზულია მოსაზრება, რომ პრეზიდენტმა წინასაარჩევნო მარათონი საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 წლით ადრე დაიწყო.

 

„ხელისუფლებასთან აფილირებული ადამიანების რიტორიკა მაგონებს ღრმად დაკომპლექსებული ადამიანების საქციელს, რომელთა მთავარი ამოცანაა თვითდამკვიდრება და ძალის დემონსტრირება. დღეს პრეზიდენტს უფლება არ აქვს საერთოდ ხმა ამოიღოს. პრეზიდენტი უნდა იჯდეს ჩუმად, სადღაც პროტოკოლურ შეხვედრებზე წავიდეს, მან თუ ხმა ამოიღო, ადამიანებს კონსტიტუციაზე დაელაპარაკა და თუ უბრალოდ ხალხში გაიარა, ეს უკვე პრობლემაა. ეს არის არაჯანსაღი, აბსურდული დამოკიდებულება. არასერიოზული საუბარია საარჩევნო მარათონთან დაკავშირებით. ის, რომ პრეზიდენტმა საარჩევნო მარათონი 2 წლით ადრე დაიწყო, აბსურდია", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.



4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...

საკარანტინო ზონებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32.5 მლნ ლარი დაიხარჯა

საკარანტინო ზონებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან   32.5 მლნ ლარი დაიხარჯა
access_time2020-06-04 16:05:28
საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. ამავე ანგარიშის თანახმად, 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა. ამასთან, 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ...

კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს

კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს
access_time2020-06-04 14:50:22
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს. როგორც მან ლარის კურსის კომენტირებისას აღნიშნა, ეს უკავშირდება იმას, რომ ქვეყანამ პანდემიის კრიზისი სწარფად დაძლია. “მოლოდინები გაუმჯობესებულია, დამსახურებულადაც. მაგალითად, ორი თვის წინ როდესაც იყო გაუფასურება, მისი აცდენა აბსოლუტურად შეუძლებელი იყო ყოველგვარი კანონების მიხედვით. ხოლო იმის გამო, რომ საქართველო საკმაოდ კარგად გაუმკლავდა პანდემიას და ერთ-ერთი...


მსგავსი სიახლეები

up