ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება აორმაგებს ქართველთა „მოთმინების უნარს“ ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება აორმაგებს ქართველთა „მოთმინების უნარს“ ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით

access_time2020-03-26 12:32:14

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება ადასტურებს, რომ საქართველო წარმოადგენს მოწინავე ეკონომიკას ევროპის სამეზობლო პოლიტიკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, ასევე შედიან უკრაინა და მოლდოვა“ - ნათქვამია ფრანგული გამოცემა slate-ის სტატიაში სათაურით „თბილისი: ახალი ევროპული ჰორიზონტი, ევრაზიის კარი?“


როგორც სტატიაშია აღნიშნული, მაშინ, როცა ევროპის დედაქალაქებში მიმდინარე დებატები ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობების შესახებ პასიურ ფაზაშია დიდი ბრიტანეთის გასვლის მიზეზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება აორმაგებს ქართველთა „მოთმინების უნარს“ ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით, ხოლო ქართული ოცნების ხელისუფლება იჩენს სიმტკიცეს და, ამავე დროს, პრაგმატიზმს ევროკავშირთან დაკავშირებით ქვეყნის ამბიციებთან მიმართებაში.


„იგივე შეიძლება ითქვას საქართველოში სტაბილურობის უზრუნველყოფაში და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში ევროკავშირის მიერ შეტანილი წვლილის შესახებაც - კერძოდ, იგულისხმება საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენა და დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის (ანუ, ქვეყნის ტერიტორიის 25%-ის) დე-ფაქტო რეინტეგრაცია, ასევე თანამშრომლობის გაღრმავება მართლმსაჯულების სფეროში (თავისუფლება, უსაფრთხოება, ფუნდამენტური უფლებები), ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის სტრატეგიებში, პროგრამებსა და უწყებებში“ - ნათქვამია სტატიაში.






მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-25 21:30:49
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე...


მსგავსი სიახლეები

up