გრიპის ვირუსის მორიგი ეპიდემია - კლინიკებს რეკორდული რაოდენობის პაციენტები მიმართავენ

გრიპის ვირუსის მორიგი ეპიდემია - კლინიკებს რეკორდული რაოდენობის პაციენტები მიმართავენ

access_time2018-12-15 16:44:49

გრიპის ვირუსის მორიგი ეპიდემია საქართველოში - ბოლო დღეების განმავლობაში კლინიკებს რეკორდული რაოდენობის პაციენტები მიმართავენ, მათ შორის უმეტესობა ბავშვია.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ საქმე გვაქვს A ტიპის H1 ვირუსთან, რომელიც ხანგრძლივი მაღალი სიცხეებით გამოირჩევა.

მედიკოსები ურჩევენ მოქალაქეებს, გრიპის სიმპტომების შემთხვევაში, ექიმს დროულად მიმართონ.

„როგორც წესი, იწყება მაღალი ცხელებით და გამოხატული ინტოქსიკაციით, რასაც თან ახლავს ხველა და ყელის ტკივილი. თუ გრიპი თავიდანვე იწყება მძიმედ, რასაც ახლავს სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სისხლნარევი ხველა ან  ცხვირიდან სისხლიანი გამონადენი, ბავშვებში ზედმეტად აღგზნებულობა ან მივარდნილობა. ეს არის სიმპტომები, რომელიც ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს,“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა.

Rustavi 2

თეგები:
ვირუსი



BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს

BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს
access_time2020-06-04 10:10:02
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის სხდომა დისტანციურ რეჟიმში გამართა. შეხვედრაში ასოციაციის ის წევრი კომპანიები მონაწილეობდნენ, რომლებიც სამშენებლო სექტორსა და უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებენ. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის მონაწილეები შეეხნენ იმ პრობლემატიკას, რომელიც მშენებლებსა და დეველოპერებს ბოლო წლებია აწუხებთ და რომელთა გადაწყვეტაც პოზიტიურად აისახება სექტორის განვითარებაზე მაშინ, როცა პანდემიის...

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
access_time2020-06-03 14:55:09
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად...


მსგავსი სიახლეები

up