„გრინვეი“  სახელმწიფოს ინტერესებსა და  რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, რის გამოც, საქართველოს 20-მდე რაიონში ტექ-ინსპექტირებ არ არსებობს - დავით მესხიშვილი

„გრინვეი“ სახელმწიფოს ინტერესებსა და რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, რის გამოც, საქართველოს 20-მდე რაიონში ტექ-ინსპექტირებ არ არსებობს - დავით მესხიშვილი

access_time2020-07-21 10:00:53

რა პრობლემებია ავტომობილების ტექ-ინსპექტირების პროცესში? აკმაყოფილებს თუ არა ქართული ტექინსპექტირება ევროპულ სტანდარტებს? სპეციალური კვლევა  „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ“ ჩაატარა. „კომერსანტის დილაში“ დავით მესხიშვილმა კვლევის შედეგებზე დეტალურად ისაუბრა. მესხიშვილი ყურადღებას ამახვილებს როგორც ხარვეზებზე, ისე პრივილეგირებულ კომპანიებსა და შესაძლო კორუფციის ნიშნებზე.


ჩვენმა კვლევამ მოიცვა ყველა რგოლი, დაწყებული სახელმწიფოს ადმინისტრაციული რგოლიდან, დასრულებული რიგით თანამშრომლებამდე. გამოვლინდა ბევრი პრობლემა,  არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და უსამართლობა. კომპანია „გრინვეი“ ამ სფეროში წახალისებულ და პრივილეგირებულ მდგომარეობაშია. გვაქვს ინტერესთა კონფლიქტი : ამ კომპანიამ დააფუძნა სამრეცხაო და როგორც კანონმდებლობით არის განსაზღვრული მას არ შეუძლია მსგავსი ბიზნესის წარმოება.


ხარვეზები დაკავშირებულია მოძრავ ხაზებთან მიმართებაშიც. სახელმწიფომ „გრინვეისთვის“ გასცა რეკომენდაცია, რომ შექმნილიყო მოძრავი ხაზები მთიანი რაიონის მოსახლეობისთვის, იმისთვის რომ მათაც ჰქონოდათ ამ სერვისზე წვდომა. მიუხედავად ამისა, მოძრავი ხაზები დგას მხოლოდ ქალაქის ცენტრებში : მაგალითად, ბათუმში, ახალციხეში და არ გადიან რაიონებში. სახელმწიფოს აქვს ინტერესი რომ გაატაროს რეფორმა და დანერგოს ევროდირექტივა, ერთი კომპანია კი ხელს უშლის ამ ინტერესის განხორციელებას. კომპანიის თქმით, ხელშეკრულებაში მოძრავი ხაზების შესახებ ჩანაწერი მხოლოდ რეკომენდაციის სახით არის გადმოცემული და არ არის სავალდებულო. სახეზეა, რომ კომპანია „გრინვეი“ სახელმწიფოს რეკომენდაციას და ინტერესს არ ითვალისწინებს,რის გამოც, საქართველოს 20-მდე რაიონში ინსპექტირება არ არსებობს. სამართლიანობა ინსპექტირების სფეროში ყველაზე დიდი მონაპოვარია, თუ ის ვიღაცისთვის არის ერთნაირი და სხვისთვის მეორენაირი, მაშინ ეს პრინციპი ირღვევა.



ევროდირექტივა ამ მიმართულებით იმიტომ შეიქმნა,რომ ამაღლებულიყო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტები და გაუმჯობესებულიყო ეკოლოგიური მდგომარეობა. ეს ყოველივე რომ გავატაროთ და შევინარჩუნოთ, გვჭირდება სამართლიანი და ეფექტური მონიტორინგის სისტემა. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვინ არის პასუხისმგებელი რეფორმის მიმდინარეობაზე, მუშავდება თუ არა სტატისტიკა და ა.შ. ინსპექტირება უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, გრინვეის კი ხაზი მიაქვს იქ, სადაც ბევრი კლიენტია. ის მოქმედებს არა სახელმწიფოს ინტერესებიდან, არამედ კლიენტების რაოდენობიდან გამომდინარე. ეს კომპანია აზიანებს ევროდირექტივის დანერგვას. ვიღებთ ღია ინტერესთა კონფლიქტს,რაც კორუფციის ერთ-ერთი გამოვლინებაა“, - აცხადებს მესხიშვილი.


„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოაციაციის“ პრეზიდენტის განცხადებით სახელმწიფოს მხრიდან გაბედული ნაბიჯი იყო ამ რეფორმის დაწყება, თუმცა, მისივე განმარტებით რეფორმის დაწყება არ ნიშნავს მის განხორციელებას.

 

„ეს უკანასკნელი ბევრ ეტაპს მოიცავს და ჩვენ ახლა ვიმყოფებით ისევ დასაწყისში. იმისთვის, რომ არ დავრჩეთ ერთ ადგილას საჭიროა : თანამედროვე და სამართლიანი მონიტორინგის სისტემის დანერგვა; სახელმწიფოს მხრიდან თანაბარი და ასევე სამართლიანი დამოკიდებულება კომპანიების მიმართ; საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლება ; ინსპექტორთა უფლებების დაცვა: თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და  უკონტაქტო სანქცირება გზებზე. არ გვაქვს სათანადო რეაგირება ე.წ ჭკვიანი კამერებისგან,რის გამოც ჩვენ ვიღებთ არასასურველ პროცესს და მანიპულაციებს ავტომფლობელებისგან,რომლებიც მაგალითად, დიზელის ნაცვლად ბენზინს ასხამენ, ავტონაწილებს იძენენ დროებით და ისე გადიან ინსპექტირებაზე,- განმარტავს დავით მესხიშვილი.


ნათია კენკაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up