გრიგორი კარასინი იმედოვნებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებული ვითარება „მალე მოგვარდება“

გრიგორი კარასინი იმედოვნებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებული ვითარება „მალე მოგვარდება“

access_time2019-11-27 16:30:14

ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს არსებულ ვითარებას და ვიმედოვნებთ, რომ ის მალე მოგვარდება, – ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრმა გრიგორი კარასინმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით sputnik-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე განაცხადა.


„სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კონტაქტები სხვადასხვა ხაზით შედგა. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს თემა ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში შედის, რომლის თანათავმჯდომარეებიც რეგიონს სტუმრობენ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს არსებულ ვითარებას და ვიმედოვნებთ, რომ ის მალე მოგვარდება“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.


5-თვიანი პაუზის შემდეგ გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის,ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხვალ პრაღაში გაიმართება.



განსახილველ თემებს შორის იქნება სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობა, სატრანსპორტო სფეროში არსებული ვითარება, ჰუმანიტარული კონტაქტები და სხვა საკითხებიც იქნება, მათ შორის სპორტული კავშირები.


„მოლაპარაკების მონაწილეების შემადგენლობა უცვლელია. ესენი იქნებიან ტრანსპორტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ასე რომ, ვემზადებით მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ მზაობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებასთან დაკავშირებით, რათა წინ წავიდეთ და კონკრეტულ შედეგებს მივაღწიოთ,“ – განაცხადა გრიგორი კარასინმა.


შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატში მოლაპარაკება ივნისის მოვლენების შემდეგ აღარ გამართულა, რომელთა შემდეგ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლაც შეწყდა.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up