გრიგოლეთისა  და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებში თურქი სპეციალისტები  კარანტინის გავლის შემდეგ ჩაერთვებიან

გრიგოლეთისა და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებში თურქი სპეციალისტები კარანტინის გავლის შემდეგ ჩაერთვებიან

access_time2020-07-06 21:20:22

გრიგოლეთი-ქობულეთის  და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებში დამატებითი  პერსონალი კარანტინის გავლის შემდეგ ჩაერთვება.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში  სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები არ გაჩერებულა, ზოგიერთი მათგანის  ტემპი სპეციალური კვალიფიკაციის მქონე მუშახელის არასაკმარისი  რაოდენობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა.  სამუშაოს  უფრო ეფექტურად წარმართვისთვის და მეტი პროგრესის მისაღწევად  საჭირო გახდა მნიშვნელოვანი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის თურქეთიდან  ჩამოყვანა.

ქართულ და თურქულ მხარეებს შორის წარმოებული მოლაპარაკების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება,  საქართველოში მოქმედი ყველა აუცილებელი წესის დაცვით,  დამატებითი რაოდენობის  თანამშრომლების  ჩამოყვანის თაობაზე.

საქართველოში თურქეთის  საელჩოსა და უწყებათაშორისი შტაბის ხელშეწყობით, პროექტის განმახორციელებელმა თუქრულმა კომპანია POLATYOL-მა, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების გათვალისწინებით,  წინასწარ მოამზადა უსაფრთხოებისთვის საჭირო დაცვითი სამოქმედო გეგმა.

თურექთიდან ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ, გრიგოლეთი-ქობულეთის  და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტების  პერსონალი გადაიყვანეს სასტუმროში, სადაც ისინი 14 დღიან იზოლაციას გაივლიან. საკარანტინო სივრცეში მოთავსებამდე, ჩამოსულები შემოწმდნენ PCR ტესტით,  სასტუმროში კი მათ არსებული სტანდარტის მიხედვით მუდმივ მეთვალყურეობას  გაუწევს მედპერსონალი.

14 დღიანი საკარანტინო პერიოდის გავლის შემდეგ, თურქული კომპანიის თანამშრომლებს  კვლავ ჩაუტარდებათ PCR ტესტი და ექიმის დასკვნის საფუძველზე ისინი პროექტებზე  მუშაობას შეძლებენ.


საიზოლაციო პერიოდის და PCR ტესტირების ხარჯებს გაიღებს თურქული მხარე.

ამ დროისთვის, გრიგოლეთი-ქობულეთის  და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებზე დასაქმებულთა 70% ადგილობრივი მოსახლეა.

ქართული მხარე   ასევე  განიხილავს სხვა კონკტრაქტორი კომპანიების მოთხოვნებსაც მიმდინარე საერთაშორისო პროექტებისთვის საჭირო სპეციალისტების მსგავსი პროცედურების დაცვით  ჩამოყვანის შესაძლებლობის თაობაზე.

 

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up