გრიგოლ ვაშაძე პანკისის მოვლენებზე - ვთხოვთ ორივე მხარეს,  დაწყნარდნენ და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან

გრიგოლ ვაშაძე პანკისის მოვლენებზე - ვთხოვთ ორივე მხარეს, დაწყნარდნენ და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან

access_time2019-04-21 16:52:10

მოქალაქე ყოველთვის გაიმარჯვებს. ვთხოვთ ორივე მხარეს დაწყნარდნენ და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემსაგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„არ ჰყოფნის ხელისუფლებას მოთმინება იმისთვის, რომ დაელაპარაკოს თავის მოქალაქეებს, თავის ამომრჩეველს. თუ უხუცესები ჩაგყავს თელავში, თუ მათ ესაუბრები თუ გაქვს არგუმენტები, რომლითაც ცდილობ ეს პატივცემული ადამიანები დაარწმუნო ამ ჰესის აშენების მიზანშეწონილობაში, რა საჭიროა მაშინ პროვოკაციულად მუშაობის დაწყება, მით უმეტეს, რა საჭიროა სპეცდანიშნულების რაზმები და პოლიციის შეყვანა. არაფერი კარგით არ მთავრდება მოქალაქეზე ძალადობა, ეს ყველამ უნდა გაითავისოს. სხვათა შორის, ყველა ხელისუფლებას აქვს ეს მწარე გამოცდილება. მოქალაქე ყოველთვის გაიმარჯვებს. ვთხოვთ ორივე მხარეს, დაწყნარდნენ და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან“,- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში დილიდან დაძაბული ვითარებაა. პანკისის ხეობის მცხოვრებლები, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, პოლიციას რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.




Ipn 


თეგები:
პანკისი



თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?
access_time2019-07-20 16:00:59
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის სკოპინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების პირველი ეტაპის პროცედურაა.   აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველო სხვადასხვა ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, შესაბამისად, ევროპისთვის საქართველო ნავთობითა და გაზით მომარაგების კუთხით უმნიშვნელოვანეს პარტნორად მოიაზრება.   არსებული მდგომარებით, საქართველოში ბუნებრივი აირით მომარაგება...

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის
access_time2019-07-20 14:00:53
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის შესახებ ქართული მედია-სივრცე დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკის...

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი
access_time2019-07-20 12:00:47
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ქვეყნის პარლამენტმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. კონსერვატიული და მშრომელთა პარტიები ორივე...


მსგავსი სიახლეები

up