გრეტა ტუნბერგის თქმით, მსოფლიომ კორონავირუსის პანდემიიდან დასკვნები უნდა გამოიტანოს და კლიმატის ცვლილებას ისეთივე სერიოზულობით მიუდგეს. ამის შესახებ შვედმა ეკოაქტივისტმა BBC-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
შვედი მოზარდი მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება პანდემიაზე არანაკლებ პრობლემას იწვევს. მისივე თქმით, მსოფლიოს სოციალური ცვლილებების ზღვარზეა, რადგან წინა პლანზე კლიმატის ცვლილების და რასობრივი თანასწორობის საკითხები წამოიწია.
„ხალხი ხვდება, რომ ამ საკითხებს თვალს ვეღარ ავარიდებთ. არ შეიძლება ეს უსამართლობა ხალიჩის ქვეშ დავმალოთ“, - განაცხადა ტუნბერგმა.
მანამდე ტუნბერგმა განაცხადა, რომ აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ნაწილია.
Imedinews