Green Project LLC განცხადება დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით (R)

Green Project LLC განცხადება დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით (R)

access_time2016-06-20 15:59:11

კომპანია Green Project LLC დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. დღეს BS/2–ს მიერ მედიაში გავრცელებული ცნობის თანახმად, საბანკო აღჭურვილობის მიღების შემდეგ კომპანია Green Project LLC-მა არ შეასრულა მიღებული საქონლის ღირებულების გადახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით Green Project LLC აცხადებს:


„შპს „BS/2 ჯორჯია“ ლიტვური კომპანია Penki kontinentai-ს შვილობილი კომპანიაა, რომლის საქართველოს საბანკო ბაზარზე ეკონომიკურ და ბიზნეს წარმატებაში შპს ,,გრინ პროჯექტს“ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.


კერძოდ - BS/2 ჯორჯია დაარსდა 2009 წელს და მის ძირითად პლაცდარმს საქართველოს ბაზარზე წარმოადგენდა გრინ პროჯექტის ფინანსური, ადამიანური და რეპუტაციული რესურსი.


გრინ პროჯექტის მეშვეობით მოხდა BS/2 ჯორჯიას ერთადერთი მსხვილი სერვის კონტრაქტის მოპოვება საქართველოში, რომელიც დღემდე ძალაშია, მოქმედებს და საკმაოდ დიდი სარგებლის მომტანია როგორც BS/2 ჯორჯიასთვის, ისე მისი ლიტვური დამფუძნებელი კომპანიისათვის. ხელშეკრულება  მოიცავს ბანკომატების მომსახურების სერვისს. 



გრინ პროჯექტის რესურსების მეშვეობით BS/2 ჯორჯიამ შეძლო და რეალიზაცია მოახდინა ასობით ბანკომატის, ბანკომატის ნაწილების და სხვა საბანკო პროგრამული უზრუნველყოფის და პროდუქტების,  IP ტელევიზიის  საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და ინტერნეტ პროვაიდერებში. 


ვინაიდან გრინ პროჯექტმა ფაქტიურად აუწყო ბიზნესი ლიტვურ კომპანიას, თავდაპირველი შეთანხმება Penki kontinentai-ის წარმომადგენლებთან გულისხმობდა შპს ,,BS/2 ჯორჯია“-ს 49% წილის გადმოფორმებას გრინ პროჯექტის წარმომადგენელზე, რომელიც დღემდე არ შესრულებულა და მიუხედავად მრავალი ცდისა ეს სიტუაცია დღემდე მოუგვარებელია და საქმე სასამართლო განხილვაშია.


შეთანხმება ასევე მოიცავდა 49% წილის პროპორციული მოგების გრინ პროჯექტის ნდობით აღჭურვილი პირებისათვის განაწილებას, მაგრამ Penki kontinentai-ის წარმომადგენლები, ჩვენი საფუძვლიანი ეჭვის გათვალისწინებით, შეგნებულად ამცირებენ ქართული შვილობილი კომპანიის მოგებას და მთლიანი შემოსავალი ლიტვაში გააქვთ, რაც ჩვენთვის მოყენებული ზიანის გარდა, გადასახადებისაგან თავის არიდებასაც გულისხმობს.


შეთანხმება ასევე მოიცავდა გრინ პროჯეტის მიერ Penki kontinentai-ისთვის (BS/2) შესრულებული მომსახურების კოტრაქტების თანხების დაფარვას, რომელიც წლებია ღიადაა და არ განხორციელებულა. შესაბამისად, ლიტვურ კომპანიას გააჩნია გაწეული მომსახურების დავალიანება გრინ პროჯექტის მიმართ საკმაოდ სოლიდურ თანხაზე. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, Penki kontinentai-ი საქართველოში არსებული გარკვეული საინფორმაციო ინტერნეტ პორტალების მეშვეობით (http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/384924-green-project-llc-ma-ar-sheasrula-mskhvili-garigebith-dakisrebuli-valdebulebebi.html), ცრუ ინფორმაციის გავრცელებით და საქმიანი რეპუტაციის და იმიჯის შელახვით, შეგნებულად ცდილობს ზიანი მიაყენოს გრინ პროჯექტის ეკონომიკურ და ბიზნეს საქმიანობას.


კომპანია გრინ პროჯექტს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველოს სასამართლო ინსტანციების მეშვეობით ეს საკითხი უახლოეს მომავალში იქნება გადაწყვეტილი. 


კომპანია ასევე დარწმუბელია, რომ Penki kontinentai-ი სასამართლო პროცესში თავს წინასწარ დამარცხებულად აღიქვამს და ცრუ ინფორმაციების გავრცელებით ცდილობს პროცესებზე იქონიოს ზეგავლენა. ხოლო ცრუ და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებისათვის აპირებს მიმართოს სარჩელით სასამართლოს, როგორც ასეთი ინფორმაციის გავრცელების დამკვეთის, ასევე მისი გამავრცელებლის წინააღმდეგ.“




კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს
access_time2019-05-25 20:00:07
გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო , რომლის ფარგლებშიც ამერიკულ კომპანიებს შტატების უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სატელეკომუნიკაციო...

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“
access_time2019-05-25 18:00:50
„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე, რადიო კომერსანტის გადაცემაში თოქ–შოუ „კომერსანტი LIVE“ დაზღვევის მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების არსებობის საჭიროებაზე საუბრობს. „ბოლო მონაცემებით საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა,რომლებსაც განსხვავებული  გამოცდილება გააჩნიათ, არსებობენ ისეთი კომპანიები,რომლებიც ბანკთან არიან აფილირებულები. ბანკი,როგორც ფინანსური ინსტიტუცია დღეს ბევრ პროფილურ და არაპროფილურ ბიზნესშია წარმოდგენილი. დაზღვევასა და ბანკს შორის...

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...


მსგავსი სიახლეები

up